მილიარდერის შვილმა აზარენკა გათამაშებიდან გამოაგდო!
Aa
Aa

მილიარდერის შვილმა აზარენკა გათამაშებიდან გამოაგდო!

2021 წლის ავსტრალიის ღია პირველობა დაიწყო და ქალთა თანრიგში საინტერესო მატჩებიც გაიმართა. სენსაციურად დასრულდა შეხვედრა ვიქტორია აზარენკასა და ჯესიკა პეგულას შორის.

ამერიკელმა ჩოგბურთელმა გამოცდილი აზარენკა 2 სეტში 7:5 6:4 დაამარცხა და მომდევნო წრეში გავიდა. "ვიკას" გასამართლებლად შეგვიძლია მისი ტრავმა დავასახელოთ. ბელარუსს სამედიცინო შესვენებაც კი დასჭირდა.

აღსანიშნავი ფაქტი გახლავთ, რომ პეგულა მილიარდერი ბიზნესმენის ქალიშვილია. ჯესიკას მამა NFL და NHL-ს გუნდებს ფლობს. თავად ჩოგბურთელი კი საკმაოდ თავმდაბალი ადამიანია და ქვეყნიდან ქვეყანაში ეკონომ კლასით დაფრინავს.

პეგულა 26 წლის გახლავთ და პროფესიონალურ ჩოგბურთს 2009 წლიდან თამაშობს, მაგრამ ავსტრალიის ღია პირველობაზე დებიუტი აქვს. WTA-ს ტურში მისი პროგრესი აშკარაა და ამას ყველა ხედავს. WTA-ს ეგიდით გამართულ ტურნირში მან პირველად 2012 წელს ითამაშა. დიდი სლემის ტურნირზე კი დებიუტი 2015 წელს ჰქონდა. ჯესიკა US OPEN-ზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან მერვე ცდის შემდეგ მოხვდა.

ცოტა რამ პეგულას მილიარდელი მამის შესახებ - მისი სახელია ტერენსი. 1983 წელს მან მეგობრებისგან და ოჯახისგან 7500 დოლარი ისესხა და აღმოსავლეთის რესურსების კომპანია დაარსა. კომპანია ნელ-ნელა განვითარდა და ახალგაზრდა ჩოგბურთელის მამა ვირჯინიის და ნიუ-იორკის შტატებში მიწები შეიძინა, რომლის ღრმა ფენებში აღმოჩნდა გაზი. მისი წარმოება კი ჰიდრავლიკური გარღვევის მეშვეობით იყო შესაძლებელი. ამის შემდეგ ამერიკელებს პრობლემები შეექმნათ, რადგან გარკვეულ რეგიონებში ონკანიდან ცივი წყლის ნაცვლად ცხელი მოდიოდა.

ამ ყველაფრის შედეგად ტერენსიმ 2010 წელს კომპანიის აქციების უმეტესი ნაწილი 4.7 მილიარდ დოლარად გაყიდა. 4 წლის შემდეგ კი დანარჩენი ნაწილი 1.75 მილიარდად გაასხვისა.

საინდუსტრიო ბიზნესიდან პეგულა წამოვიდა და ახლა დროს სპორტულ აქტივობებს უთმობს. იგი ორი სპორტული გუნდის მფლობელია - NHL(ჰოკეის ნაციონალური ლიგა)-ის კლუბი Buffalo Sabers 189 მილიონ დოლარად შეიძინა, ხოლო მისი მეორე კლუბი NFL(ნაციონალური საფეხბურთო ლიგა - ე.გ. ამერიკული ფეხბურთი)-ს წევრი Buffalo Bills გახლავთ. კანონპროექტებისთვის ტერენსიმ 1.4 მილიარდი დოლარი გადაიხადა და Buffalo Bills-ისთვის ბრძოლა დონალდ ტრამპს მოუგო. ამის შემდეგ კი დონალდ ტრამპა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე თავი გაიმართლა - "NFL-ს რეიტინგი ეცემა, კიდევ კარგი "ბილსი" არ შევიძინე."

ჯესიკას მამა სხვადასხვა ბიზნესებსაც ფლობს, მათ შორის ხმის ჩამწერ სტუდიებს, რომლებიც არაერთ ვარსკვლავს ემსახურებიან.

26 წლის სპორტსმენის ინეტრვიუდან ვიგებთ, რომ ის მამამისით ამაყობს. მის განვითარებაში ოჯახის სიმდიდრემ უდიდესი როლი ითამაშა, თუმცა მშობლები ჯესიკას მუშაობას მუდამ აიძულებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ არაფრისთვის მას არავინ გადაუხდის და შრომა ყოველთვის საჭიროა.

ოჯახის სიმდიდრე ჯესიკას სწავლაში ძალიან ეხმარება. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ის ფაქტი, რომ პეგულას მარია შარაპობას ყოფილი მწვრთნელი მაიკლ ჯოისი წვრთნიდა. ჯოისის თქმით, ის ამ შემოთავაზებაზე 6 თვის განმავლობაში ფიქრობდა.

ჯესიკას ამჟამინდელი დამრიგებელი კი ვენუს უილიამსის ყოფილი მწვრთნელი დევიდ ვიტია, რომელიც მას 11 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

იქიდან გამომდინარე, რომ ჯესიკას მამა ამერიკული ფეხბურთის გუნდს ფლობს, ხშირად უწევს ფეხბურთელებთან შეხვედრა. მათთან ურთიერთობის შემდეგ ჯესიკამ შემდეგი რამ განაცხადა: "ფეხბურთელებისთვის სპორტი უფრო ადვილია, ვიდრე ჩოგბურთელებისთვის. ისინი მოდიან სტადიონზე და თამაშობენ. მათ ჰყავთ დიეტოლოგები, რომლებიც მათ კვებაზე ზრუნავენ. ჩოგბურთში კი მსგავსი არაფერი ხდება."

და ბოლოს, ჯესიკას საკუთარი მშობლები ცხოვრებას არ უადვილებენ. პეგულას პირადი თვითმფრინავით უნდა მგზავრობა, მაგრამ ამის უფლებას არ აძლევენ. 26 წლის ჩოგბურთელი ეკონომ კლასით დაფრინავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები