Aa
Aa

"ტოპ გუნდები ასეთ შეცდომებს არ უშვებენ" - არტეტა ასტონ ვილასთან მატჩის შემდეგ

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ლონდონის "არსენალი" "ასტონ ვილას" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. მატჩის შემდეგ "მეთოფეთა" თავკაცმა მიკელ არტეტამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"მსაჯის გადაწყვეტილებებზე კომენტარს არ გავაკეთებ, დუმილი მირჩევნია. ჩემი გუნდის თამაში ძალიან კარგი იყო. ვდომინირებდით და აუცილებლად უნდა მოგვეგო. პრემიერ ლიგაში მეტოქეს გოლის გატანის შანსს თუ მიცემ და ამდენ მომენტს გააფუჭებ ვერასდროს გაიმარჯვებ.

ჩემი ფეხბურთელები აგრესიულად თამაშობდნენ, იგებდნენ ორთაბრძოლებს, მაგრამ გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. საბოლოო ჯამში დღეს "არსენალის" თამაშს მაინც დადებითად შევაფასებ.

ბოლო ორი თამაში წავაგეთ და ორივე უნდა მოგვეგო. პარტეიმ კუნთის დაზიანება მიიღო და ამიტომ შევცვალე. მას თამაშის გაგრძელება აღარ შეეძლო.

ჩვენ უნდა დავბრუნდეთ! ეს ამ სეზონში ერთხელ უკვე მოვახერხეთ და კიდევ უნდა გავაკეთოთ. ახლა "ლიდსთან" გასამართ მატჩზე უნდა ვიფიქროთ.

დღეს უაზრო შეცდომები დავუშვით. ასეთ შეცდომებს კი ტოპ გუნდები არ უშვებენ. ჩვენ რამდენჯერმე მოგვიწია 10 კაცით თამაში და არც ასეთი სიტუაციები ექმნებათ პრემიერ ლიგის ტოპ გუნდებს. საბოლოო ჯამში, თუ მეტოქის საჯარიმოში დაუნდობლები არ ვიქნებით არაფერი გამოგვივა." - განაცხადა არტეტამ

შეგახსენებთ, რომ ამ მარცხის შემდეგ "არსენალს" პრემიერ ლიგაში 31 ქულა დარჩა და მე-10 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო მატჩს "მეთოფეები" 14 თებერვალს, შინ "ლიდსის" წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები