ოქრიაშვილს ანორთოსისის დატოვება სურს - სად წავა ქართველი ფეხბურთელი?
Aa
Aa

ოქრიაშვილს ანორთოსისის დატოვება სურს - სად წავა ქართველი ფეხბურთელი?

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს, თორნიკე ოქრიაშვილს „ანორთოსისის“ დატოვება და კარიერის სხვა გუნდში გაგრძელება სურს. ამ ინფორმაციას protathlima.cyprustimes.com ავრცელებს და იტყობინება, რომ „ოქრიმ“ საკუთარი სურვილის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობას უკვე შეატყობინა.

„2021 წელს ოქრიაშვილის ანორთოსისში დარჩენის ალბათობა დაბალია. მხარეებს შორის კონტრაქტი ზაფხულამდეა გაფორმებული, თუმცა როგორც ჩანს, ქართველ ფეხბურთელს კარიერის კვიპროსის გარეთ გაგრძელება სურს და ამის შესახებ კლუბის მესვეურებს უკვე აცნობა.

თუ ანორთოსისმა ოქრიაშვილთან ახალი კონტრაქტი არ გააფორმა, სეზონის ბოლოს მისი თავისუფალი აგენტის სტატუსით გაშვება მოუწევს. თუ იანვრის ბოლომდე ანორთოსისს შეთავაზებას გაუკეთებენ, რომელიც როგორც კლუბისთვის, ისე ფეხბურთელისთვის მისაღები იქნება, შესაძლოა, ტრანსფერი ზამთარშივე გაიჩარხოს“, - წერს protathlima.cyprustimes.com.

Crystalsport-ის ცნობით, არის რეალური შანსი იმისა, რომ ოქრიაშვილმა კვიპროსი იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვოს. ჩვენი ინფორმაციით, ქართველ ფეხბურთელს მსურველები ბელგიაში, თურქეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჰყავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები