The Athletic: "ტუხელი ლონდონში მიფრინავს, ის ჩელსის გაწვრთნის"
რამდენიმე დღის წინ ლონდონის "ჩელსიმ" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფრენკ ლამპარდი დაითხოვა. ბრიტანულ მედიაში რამდენიმე ახალი სპეციალისტის სახელი გაჟღერდა. დღეს კი ცნობილი სპორტული გამოცემის The Athletic-ის ჟურნალისტმა დავიდ ორნსტინმა ექსკლუზიური ინფორმაცია გაავრცელა.
???? EXCL: Thomas Tuchel due to fly to London from Paris at lunchtime — plan is to take Chelsea training this afternoon. Initially bringing 3 staff & hoped on bench v #WWFC. Done deal: 18mnth contract + 1yr option either side can activate @TheAthleticUK #CFC https://t.co/DGkN9gMNBn
— David Ornstein (@David_Ornstein) January 26, 2021
ორსტინის თქმით, დღეს სადილის შემდეგ "პარი სენ ჟერმენის" ყოფილი მწვრთნელი ტომას ტუხელი ლონდონში გაემგზავრება. პირადი დეტალები შეთანხმებულია და გერმანელი სპეციალისტი 18 თვიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. ხელშეკრულებაში ჩაიდება პუნქტი, რისი მიხედვითაც შესაძლებელი იქნება კონტრაქტის 1 წლით გახანგრძლივება.
47 წლის გერმანელს თავისი სტაფიდან 3 ადამიანი მიჰყავს. გეგმის მიხედვით ახალმა სამწვრთნელო შტაბმა "არისტოკრატებს" საღამოს პირველი ვარჯიში უნდა ჩაუტაროს.
შეგახსენებთ, რომ "ჩელსის" ტუხელთან ერთად მასიმილიანო ალეგრის და იულიან ნაგელსმანს უკავშირებდნენ. საბოლოოდ რომან აბრამოვიჩა არჩევანი ტომასზე შეაჩერა.