Aa
Aa

"თაღლითი მაკლუზერი", - მეივეზერმა მაკგრეგორს გადაუარა

ფლოიდ მეივეზერმა ისარგებლა მომენტით და დასტინ პორიესთან განცდილი მარცხის შემდეგ, კონორ მაკგრეგორს მანაც „გადაუარა“.

როგორც ჩანს, მეივეზერს მისთვის პასუხის გაცემა უნდოდა და ეს კონორის ერთ-ერთ ბოლო პოსტს უკავშირდება, რომელშიც ირლანდიელმა თავისი ცხოვრების წესი ფლოიდისას შეადარა.

TBE-იმ (The Best Ever, როგორც საკუთარ თავს უწოდებს) მაკგრეგორი მისთვის ამ მძიმე მომენტში დაუნდობლად გააკრიტიკა:

„მე ვნახე ის პოსტი და ვთვლი, რომ მსოფლიომ იცის, რომ "თაღლითმა მაკლუზერმა" შესაძლოა ყველაფერი მომპაროს და იყოს საყვარელი, თუმცა ხალხს მე მაინც ვძულვარ. ეს ყველაფერი გვეუბნება, რომ რასიზმი ჯერ კიდევ არსებობს.

ეს უსაქმური ვერასდროს იქნება ჩემი მსგავსი, ან ჩემს დონეზე. მე, უბრალოდ სხვანაირად ვარ „აგებული“, ჩემი მენტალიტეტი სხვა პლანეტაზეა. ჩემი მოძრაობების ანალოგი არავის აქვს. მე ბუნებით გამარჯვებული ვარ“.

მეივეზერი შემდეგ რასიზმის თემას დაუბრუნდა:

„ეს არის ის, რასაც ისინი ვერ იტანენ. სამწუხაროა, რომ შენ შეგიძლია იყო საწყალი შავკანიანი ბიჭი გეტოდან, რომელიც მთელი ცხოვრება რასიზმს ებრძვის და რამდენად ბევრს მუშაობ, რომ შენი ოჯახის მდგომარეობა გააუმჯობესო, და ამ ყველაფრის ფონზე ზიზღის ყველაზე დიდი ნაწილი სწორედ ჩემი ხალხისგან მოდის“.

ფლოიდი ბოლოს ისევ კონორ მაკგრეგორის კრიტიკას დაუბრუნდა:

„მას არ შეუძლია თავის სახეობაშიც კი იყოს საუკეთესო, თუმცა ის ამბობს, რომ კრივში დაბრუნების სურვილი აქვს, რათა პაკიაოს ეჩხუბოს. არავის სურს ამის ნახვა. ეს ჰგავს იმას, რომ თითქოს ჩემი ნარჩენები ჭამენ ჩემ ნარჩენებს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები