Aa
Aa

"უცნაურად დარბის" - ამბავი ჰენდერსონის იუნაიტედში ჩაშლილ ტრანსფერზე

2013 წელს, ბრენდან როჯერსი აღშფოთებული იყო სერ ალექს ფერგიუსონის ბიოგრაფიულ წიგნზე: „ფერგიმ“ წიგნში დაწერა, რომ ჯერარდსა და ჰენდერსონს ტოპ ფეხბურთელებად არ თვლიდა.

როჯერსი უფრო მეტად ჯერარდზე გამოთქმულმა აზრმა გააბრაზა. ის ბევრს ლაპარაკობდა "სტივი ჯის" სიდიადეზე, მაგრამ, მოდით, დღეს ჰენდერსონზე ვისაუბროთ.

მე ვიყავი გაკვირვებული იმით, რაც ჰენდერსონზე ითქვა. სერ ალექსი ადამიანია, რომელსაც ახალგაზრდა ფეხბურთელებთან უმუშავია და ისინი გაუზრდია. მისი განცხადება ჰენდერსონზე, უსაფუძვლოა. ვიმედვოვნებ, რომ თუ სადმე ფერგიუსონი ჯორდანს შეხვდება, ბოდიშს მოუხდის. ეს იყო არასწორი შეფასება, მით უმეტეს, იმ ადამიანისგან, რომელმაც იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახლგაზრდა ფეხბურთელისთვის მისი შეფასება. ფერგიუსონოს მთავარი კრიტიკა ჰენდერსონის სირბილის მანერაზე იყო. მაგრამ ეს ხომ ყველა ადამიანს თავისებური აქვს. არც ერთი ფეხბურთელი არ არის იდეალური. ყველა მოთამაშეს აქვს ნაკლი - ზოგს ტექნიკური, ზოგს კი ტაქტიკური", - აღნიშნა როჯერსმა.

დავუბრუნდეთ 2011 წელს. ჯორდან ჰენდერსონი 21 წლისაა და „სანდერლენდის“ რიგებში ასპარეზობს. მაგ დროისთვის „მანჩესტერ იუნაიტედი“ ნახევარმცველის ძიებას იწყებს და ჰენდერსონი შესაძლო ტრანსფერის ერთ-ერთი კანდიდატი ხდება, თუმცა ჯორდანმა საბოლოო არჩევანი „ლივერპულზე" შეაჩერა. რა მოხდა, რა იყო „მანჩესტერში“ ჩაშლილი ტრანსფერის მიზეზი.

ბრენდან როჯერსმა ჯორდან ჰენდერსონის გამო გამაკრიტკა. სიმართელე ისაა, რომ ჩვენ გვსურდა, გვეყიდა ჰენდერსონი. პირადად მე ვესაუბრე სტივ ბრიუსს. მას ძალიან უყვარდა ეს ბიჭი. შემდეგ კი ჩვენმა სამედიცინო შტაბმა, გვითხრა, რომ მას სირბილთან პრობლემები აქვს და ეს შეიძლებოდა ბევრი ტრავმის მიზეზი გამხდარიყო. ყველამ კარგად იცის, რომ მე ექიმების დასკვნებს ვითვალისწინებდი. გუნდში მიყვანილი ფეხბურთელი 100% მზად უნდა იყოს. დანარჩენი ყველაფერი უკვე დროის ტყუილად ხარჯვაა. მე პირადად ძალიან მომწონდა ეს ფეხბურთელი და მან ეს დაამტკიცა. ის „ლივერპულში“ ფანტასტიკურ სეზონებს ატარებს. ახლა კი მეც ვხდები, რომ ძალიან კარგი ფეხბურთელი დავკარგე", - ამბობდა სერ ალექსი.

ჩვენ გადავხედეთ ჰენდერსონის ტრავმების სიას და აღმოვაჩინეთ, რომ 10 წლის განმავლობაში დაზიანება 10-ჯერ მიიღო. აღსანიშნავია, რომ 5 წლის განმავლობაში მას ტრავმის გამო თამაში არ ჩაუგდია. დანარჩენ 5 წელში კი მან 61 შეხვედრა გამოტოვა, რაც ფაქტობრივად ორი სეზონია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები