Aa Aa
17 იანვარი 2021  |  19:02

ოქრიაშვილი ბრუნდება: მან ტრავმა ბოლომდე მოიშუშა

CrystalSport-ის ცნობით ''ანორთოსისის'' 28 წლის ლიდერმა თორნიკე ოქრიაშვილმა ტრავმა ბოლომდე მოიშუშა. ფეხბურთელი სპეციალური პროგრამით ემზადება და უახლოეს დღეებში თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ივარჯიშებს.

მას კვიპროსის ჩემპიონატის შემდეგ ტურში ''აპოელთან'' 18-კაციან განაცხადში ვიხილავთ და შესაძლოა თამაშში მონაწილეობა მიიღოს. აღნიშნული მატჩი 24 იანვარს ''აპოელის'' სტადიონზე შედგება.

გასული წლის 12 ნოემბრის შემდეგ ქართველ ფეხბურთელს არ უთამაშია, მაკედონიასთან მარცხის შემდეგ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ორ შეხვედრაში ვერ დაეხმარა, შემდეგ კი კვიპროსის ჩემპიონატის ზედიზედ 10 მატჩი გამოტოვა, რაც ქეცბაიას გუნდისთვის დიდი დანაკლისია.

მიმდინარე სეზონში თორნიკე ოქრიაშვილმა კვიპროსის ჩემპიონატის 8 შეხვედრაში 4 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა.

20 ტურის შემდეგ ''ომონია'' 40 ქულით პირველ ადგილზეა. ამდენივე ქულაა გიორგი პაპუნაშვილის ''აპოლონის'' ანგარიშზე, რომელმაც 19 მატჩი ჩაატარა, ხოლო ''ანორთოსისი'' 20 შეხვედრაში დაგროვებული 39 ქულით მესამე პოზიციაზეა. ამ ეტაპზე სატურნირო ცხრილში ასეთი ვითარებაა, თუმცა თუ მეოთხეადგილოსანი აელ-ი მე-20 ტურის მატჩს მოიგებს, ''ანორთოსისს'' გაასწრებს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში