ნინუა პაოკ-ში დარჩა და სუპერლიგაში საგოლე გადაცემა შეასრულა
Aa
Aa

ნინუა პაოკ-ში დარჩა და სუპერლიგაში საგოლე გადაცემა შეასრულა

პაოკ-ის ქართველი ნახევარმცველი ნიკა ნინუა იჯარით ''ანორთოსისში'' არ გადავა. ბერძნული მედიის ცნობით სალონიკურმა კლუბმა მოთამაშის კლუბში დარჩენა გადაწყვიტა.

2021 წელს ნინუამ პირველი მატჩი ჩაატარა და თავი საგოლე გადაცემით გამოჩინა. მე-15 ტურში ''ატრომიტოსთან'' გასვლით მატჩში მოედანზე 78-ე წუთზე გამოჩნდა, როცა ანგარიში 1:1 იყო. 82-ე წუთზე საგოლე გადაცემა შეასრულა, მის შესრულებულ კუთხურს გოლი მოჰყვა და პაოკ-ი წინ გავიდა, თუმცა დარჩენილ დროში მასპინძლებმა ორი გოლი შეაგდეს და დრამატული გამარჯვება მოიპოვეს (3:2).

ნინუა პაოკ-ის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში გახდა. საბერძნეთის სუპერლიგაში 6 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

14-გუნდიან ჩემპიონატში პაოკ-ი 28 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ ''ოლიმპიაკოსს'' 10 ქულით ჩამორჩება.

პაბლო გარსიას გაწვრთნილი პაოკ-ი შემდეგ მატჩს 10 იანვარს საკუთარ მოედანზე ''ვოლოსთან'' გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები