ჟუპილერ ლიგის ყველაზე გაიაფებული ფეხბურთელები - ჩაკვეტაძე მესამე ადგილზეა
Aa
Aa

ჟუპილერ ლიგის ყველაზე გაიაფებული ფეხბურთელები - ჩაკვეტაძე მესამე ადგილზეა

ბელგიურმა გამოცემა VoetbalNieuws-მა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის წინ, ჟუპილერ ლიგაში მოასპარეზე ის ფეხბურთელები დაასახელა, რომელთა სატრანსფერო ღირებულება ყველაზე მეტით დაეცა. სია Transfermarkt.nl-ზე დაყრდნობითაა შედგენილი, რომელმაც განახლებული მონაცემები დღეს გამოაქვეყნა.

VoetbalNieuws-ის რეიტინგში მესამე ადგილს „გენტის“ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე იკავებს. Transfermarkt.nl-ის წინა მონაცემებში, რომლებიც 2020 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში გამოქვეყნდა, „ჩაკვეს“ სატრანსფერო ღირებულება 6 მილიონი ევრო გახლდათ, დღესდღეობით კი ბელგიური კლუბის შემტევი 4 მილიონი ევრო ღირს.

„გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო ღირებულების ვარდნაში წვლილი ტრავმებმა შეიტანა, რომელთა გამოც მან გენტში საკუთარი შესაძლებლობები ვერ გამოავლინა და მისი ფასი 6-დან 4 მილიონ ევრომდე დაეცა“, - წერს VoetbalNieuws.

აღსანიშნავია, რომ ჩაკვეტაძეზე უარესი ვარდნა მხოლოდ ორ ფეხბურთელს, იარი ვერსხარენსა (2.5 მილიონი ევრო, 13.5-დან 11-მდე) და ემანუელ დენისს (5 მილიონი ევრო 16-დან 11-მდე) აქვთ, კრეპინ დიატას ფასმა კი „ჩაკვეს" მსგავსად 2 მილიონი ევროთი დაიკლო - 20 მილიონი ევროდან 18 მილიონ ევრომდე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები