ვარჯიშზე გაიბრწყინა - ხვიჩა კვარაცხელიამ საკუთარი მეკარე არ დაინდო
Aa
Aa

ვარჯიშზე გაიბრწყინა - ხვიჩა კვარაცხელიამ საკუთარი მეკარე არ დაინდო

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" ამომავალმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ კორონავირუსი დაამარცხა და ვარჯიში განაახლა. რუსული კლუბის "ფესიბუკ" გვერდმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც კვარაცხელია მეკარის პირისპირ ცრუ მოძრაობებს აკეთებს, რამდენჯერმე ატყუებს და მხოლოდ შემდეგ ურტყამს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩას კოვიდ ინფექცია მიმდინარე წლის 10 ნოემბერს დაუდგინდა, რის გამოც საქართველოს ნაკრებს "ევრო 2020-ზე" გასასვლელ საფინალო მატჩში ჩრდ.მაკედონიასთან ვერ დაეხმარა.

 „რუბინი“ მომდევნო შეხვედრას 13 დეკმებერს „ტამბოვის“ წინააღმდეგ გამართავს. ამჯერად, ხვიჩას ძირითადში გამოჩენას უნდა ველოდოთ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები