ბეჟანიშვილის 11 ქულა - ილინოისმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა
Aa
Aa

ბეჟანიშვილის 11 ქულა - ილინოისმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

გიორგი ბეჟანიშვილის „ილინოისმა“ მიმდინარე სეზონში მე-4 გამარჯვება იზეიმა. გამთენიისას ქართველი კალათბურთელის გუნდი ლეგენდარული სპეციალისტის, მაიკ კრჟიჟევსკის „დიუკ ბლუ დევილსს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 1995 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა.

„ილინიოსი“ უპირატესობას მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა და პირველ ტაიმში მოპოვებული 14-ქულიანი ჰანდიკაპის შენარჩუნება არ გასჭირვებია. ბეჟანიშვილის გუნდმა 83-68 მოიგო და ისტორიულ გამარჯვებაში თავისი წვლილი ქართველმა კალათბურთელმაც შეიტანა.

გიორგიმ პარკეტზე 19 წუთი გაატარა და აქტივში 11 ქულა, 5 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება ჩაიწერა. ბეჟანიშვილმა 6-დან 4 ბურთი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. იგი მხოლოდ ერთხელ დაჯარიმდა და ამდენივე დაკარგვა ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ „ილინოისს“ 4 მოგება და 1 წაგება აქვს და ჩემპიონობის ერთ-ერთი პრეტენდენტად მოიაზრება. ბეჟანიშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 13 დეკემბერს გამართავს და „მისურის“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები