„ასეთი გამოცდილი მეტოქე არასდროს ჰყოლია
Aa
Aa

„ასეთი გამოცდილი მეტოქე არასდროს ჰყოლია" - UFC-ის საიტი თოფურიას ბრძოლაზე წერს

UFC-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა მოახლებულ ღონისძიებასთან, UFC Fight Night: Hermansson vs. Vettori-თან დაკავშირებით სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც კვირას გასამართი ბრძოლების შესახებ ისაუბრა.

რომან დოლიძისა და ჯონ ალანის დაპირისპირების შესახებ უკვე დავწერეთ. ახლა კი თქვენს ყურადღებას ილია თოფურიასა და დეიმონ ჯექსონის ჯახზე გავამახვილებთ.

„ახალგაზრდობა გამოცდილების წინააღმდეგ. 23 წლის დაუმარცხებელი თოფურია ვეტერან დეიმონ ჯექსონს შეერკინება და უნდა ვივარაუდოთ, რომ ბრძოლის დიდი ნაწილი გრეპლინგს დაეთმობა.

თოფურიამ ოქტომბერში გამართულ სადებიუტო ბრძოლაში ხმამაღალი განცხადება გააკეთა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით აჯობა იუსეფ ზალალს, რომელსაც 4-ბრძოლიანი დაუმარცხებელი სერია ჰქონდა. თოფურიას ახლა 9 მოგება და 0 მარცხი აქვს. ბრაზილიურ ჯიუ-ჯიცუში შავი ქამრის მფლობელ ქართველს დებიუტამდე საქმე მსაჯების გადაწყვეტილებამდე არცერთხელ მიუყვანია და გასამარჯვებლად ერთ რაუნდზე მეტი მხოლოდ ერთხელ დასჭირდა.

თოფურია და ჯექსონი მტკივნეული და მახრჩობელა ილეთების სპეციალისტები არიან. გამომდინარე აქედან, მოსალოდნელია, რომ ბრძოლის დიდი ნაწილი გრეპლინგს დაეთმობა. მნიშვნელობა არ აქვს ვინ გაიმარჯვებს. საინტერესოა, როგორ შეძლებს თოფურია გაუმკლავდეს ყველაზე გამოცდილ მებრძოლს, ვის წინააღმდეგაც ოდესმე უჩხუბია“, - წერს UFC-ის საიტი.

ცნობისთვის, ბუკმეიკერები ფავორიტად თოფურიას მოიაზრებენ და მათ პოზიციას MMA-ის უცხოური გამოცემებიც იზიარებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები