მესი, რონალდო, ნეიმარი, ბეილი,  პელე, მარადონა და სხვა ლეგენდები ტრაგედიას ემოციურად ეხმაურებიან
Aa
Aa

მესი, რონალდო, ნეიმარი, ბეილი, პელე, მარადონა და სხვა ლეგენდები ტრაგედიას ემოციურად ეხმაურებიან

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებმა გუშინდელი ავიაკატასტროფის შესახებ ემოციური პოსტები გამოაქვეყნეს.

პელე: "უდიდესი ტრაგედია ბრაზილიური ფეხბურთისა და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ხალხისთვის. სოლიდარობას ვუცხადებ სრულიად "შაპეკოენსეს" და ყველა ადამიანს, ვინც ამ ტრაგედიით დაზარალდა".

დიეგო მარადონა: "ძალიან ძალიან სევდიანი დღე ფეხბურთის ისტორიაში. ჩვენ ყველას გვმართებს მხარში დავუდგეთ "შაპეკოენსესა" და ყველა დაღუპულის ოჯახს. დღეისან ჩემი სახით ამ ბრაზილიურმა კლუბმა ერთგული გულშემატკივარი შეიძინა. აუცილებელია "ფიფას" მხარდაჭერა კლუბისადმი და იმედია ეს ასეც იქნება".

კრიშტიანუ რონალდუ: "ძალიან რთულია ამ ყველაფრის დაჯერება. წარმოუდგენელია დაიჯერო, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდა და მასში მყოფმა ყველა ადამიანმა, სპორტსმენმა თუ უბრალო მოქალაქემ სიცოცხლე დაკარგა, ხოლო მათმა ოჯახებმა - ისინი".

ლიონელ მესი: "სამწუხაროა, რომ ის ბიჭები, რომელთაც სწორედ ახლა შეეძლოთ შესულიყვნენ თავიანთი კლუბის ისტორიაში, აღმოჩნდნენ თვითმფრინავში, რომელიც მათ უსაფრთხოდ გადასაყვანად, მზად არ აღმოჩნდა". 

ნეიმარი: "ჩემი ღრმა სამძიმარი დაღუპულთა ოჯახებს, მეგობრებსა და "შაპეკოენსეს" ყველა გულშემატკივარს".

 სერხიო რამოსი: "შოკირებული და დაზაფრული ვარ ამ ტრაგედიით. მე მახსოვს კლებერ სანტანა, მის წინააღმდეგ არაერთხელ მითამაშია. საშინელი გრძნობა მაქვს, მინდა ყველა დაღუპულის ოჯახსა და მათ საყვარელ ადამიანებს ჩავეხუტო და ოდნავ მაინც ვანუგეშო". 

დავიდ დე ხეა: "ჩემი სოლიდარობა ყველას, ვინც საყვარელი ადამიანი დაკარგა. მინდა თანადგომა გამოვუცხადო "შაპეკოენსესა" და მის გულშემატკივრებს". 

რადამელ ფალკაო: "შეძრწუნებული და განადგურებული ვარ ამ ავიაკატასტროფით. ჩემი ყოფილი თანაგუნდელი კლებერ სანტანა დაიღუპა. ვუსამძიმრებ ოჯახებს. მშვიდად განისვენეთ".

ხამეს როდრიგესი: "დღეს მთელი მსოფლიო გლოვობს! ძალიან დამწუხრებული ვარ. ჩემი სოლიდარობა სრულიად "შაპეკოენსეს"! 

რობერტ ლევანდოვსკი: "გთხოვთ მიიღოთ ჩემი სამძიმარი და უსაზღვრო მწუხარება. უდიდესი ტრაგედია, რომელიც ჩემი გონებიდან არასდროს წაიშლება". 

გარეტ ბეილი: "ამ ამბის გაგებით შოკირებული ვარ. თანადგომას ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს ვინც გუშინ ახლობელი დაკარგა". 

პედრო როდრიგესი: "ჩემი უდიდესი სამძიმარი და სოლიდარობა დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს". 

დიეგო გოდინი: "საოცრად დაზაფრული ვარ. გულწრფელი და ღრმა სამძიმარი ყველა გარდაცვლილის ოჯახსა და მეგობრებს". 

ალეხანდრო მარტინუჩიო (შაპეკოენსეს თავდამსხმელი, რომელიც გუნდს ტრავმის გამო არ ახლდა): "არ ვიცი რა გითხრათ, ახლა ლაპარაკიც არ შემიძლია. ეს ტრაგედია ყველას შეგვეხო და თითოეული ფეხბურთელის ოჯახში საშინელება ხდება".

ჯანი ინფანტინო ("ფიფას" პრეზიდენტი): "გთხოვთ ილოცოთ ჩვენი თანაგუნდელებისთვის". 

 

მომზადებულია colombia.com-ისა და telegraph.co.uk-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები