Aa Aa
21 ნოემბერი 2020  |  17:13

"მოურინიო ექიმია?" - გუარდიოლამ პორტუგალიელი გააკრიტიკა

პრემიერ ლიგის ამ უიქენდზე "მანჩესტერ სიტი" "ტოტენჰემს" ეწვევა. მატჩის წინ, "ქალაქელების" ესპანელმა თავკაცმა პეპ გუარდიოლამ პრესკონფერენცია გამართა და ჟოზე მოურინიო გააკრიტიკა.

პორტუგალიელმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ სიტიმ" ინგლისის ნაკრების მწვრთნელზე გარეთ საუთგეიტზე ზეწოლა განახორციელა და რაჰიმ სტერლინგი ნაადრევად გამოაშვებინა. პეპმა კი ჟოზეს ამ კომენტარს მწვავედ უპასუხა.

"მოურინიოს შეუძლია სამწვრთნელო კარიერა დაასრულოს და ინგლისის ნაკრების ექიმად იმუშაოს. არ ვაპირებ მასზე კითხვებს ვუპასუხო. მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი. მან ჩემი კლუბი დაადანაშაულა იმაში, რაც არ გაგვიკეთებია.

პეპ გუარდიოლამ რამდენიმე დღის წინ "სიტისთან" კონტრაქტი კიდევ 2 წლით გაახანგრძლივა.

"სიმართლე გითხრათ, როდესაც აქ ჩამოვედი არ მეგონა, რომ 7 წელი გავჩერდებოდი. ალბათ ეს ყველაფერი მიღწეულ შედეგებზეა დამოკიდებული.

ჩვენ ვაღწევთ წარმატებას და ბედნიერები ვართ. რატომაც არა? თუ წარმატებას ვერ მივაღწევთ, ბედნიერები არ ვიქნებით და შესაბამის ზომებს მივმართავთ.

აქ ვარ და ბრძოლას ვაგრძელებთ. გასულ სეზონში ორი ტიტული მოვიგეთ. ბოლო სამ წელიწადში კი 8. ამის გაკეთება ისევ გვსურს. "სიტიში" მუშაობით სიამოვნებას ვიღებ. მომავალ 2 წელიწადში რა იქნება ამას ვერ გეტყვით." - განაცხადა გუარდიოლამ

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ სიტი" პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 12 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება. "ტოტენჰემისა" და "სიტის" მატჩი 21 ნოემბერს თბილისის დროით 21:30-დან დაიწყება.

 

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში