ვუნიპოლა:
Aa
Aa

ვუნიპოლა: "ვინც ეკლესიას და ბიბლიას წვავს იმათ არ დავუჩოქებ"

საქართველოს რაგბის ნაკრები, შემოდგომის "ერთა თასის" ეგიდით ინგლისს დაუპირისპირდა. შეხვედრის დაწყების წინ, ტრადიციულად, Black Lives Matter-ის აქციის მხარდასაჭერად ბრიტანელებმა მუხლი მოიყარეს, მაგრამ ედი ჯონსის გუნდიდან სამი მორაგბე ფეხზე დარჩა.

ესენი არიან - ბილი ვუნიპოლა, ბენ ირლი და ჰენრი სლეიდი. ვუნიპოლას ეს პირველად არ გაუკეთებია და საკუთარ საქციელზე კომენტარი გააკეთა: "ფერადკანიანი ვარ, მაგრამ პირველ რიგში მე ქრისტიანი ვარ! Black Lives Matter-ის მოძრაობა ჩემს პრინციპებს და შეხედულებებს ეწინააღმდეგება. ისინი ბიბლიებს და ეკლესიებს წვავენ. მე მათ არასდროს დავუჩოქებ!" 

ამ საქციელის და განცხადების გამო ინგლისელი მორაგბე სოციალურ ქსელში გააკრიტიკეს, მაგრამ ინგლისის რაგბის კავშირმა (RFU) ვუნიპოლა დაიცვა. მათი განცხადებით ამ აქციის მხარდაჭერა სპორტსმენის ნებაა. თუ რომელიმე მოთამაშეს არ სურს მუხლის მოყრა, ეს მისი თავისუფალი ნებაა.

შეგახსენებთ, რომ შემოდგომის "ერთა თასის" პირველ მატჩში ინგლისის ნაკრებმა საქართველოს 40:0 მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები