ასე ცოტა? - დორტმუნდმა ჰოლანდის გამოსასყიდი თანხა დაასახელა
Aa
Aa

ასე ცოტა? - დორტმუნდმა ჰოლანდის გამოსასყიდი თანხა დაასახელა

ერლინგ ჰოლანდი მსოფლიო ფეხბურთში რაკეტასავით შემოიჭრა. ახალგაზრდა ნორვეგიელმა გულშემატკივრებს თავი "ზალცბურგიდან" გააცნო. მისი ტალანტი "დორტმუნდში" არ გამოჰპარვიათ და სათამაშოდ გერმანიაში წაიყვანეს.

მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ჭორი და ვარაუდი ვრცელდება იმის შესახებ, თუ სად გააგრძელებს ჰოლანდი სამომავლოდ კარიერას. ამასთან დაკავშირებით რეალური საუბარი ჯერჯერობით არ მიმდინარეობს.

დღეს კი ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო გვამცნობს, რომ "დორტმუნდის ბორუსიამ" ნორვეგიელს გამოსასყიდი თანხა დაადო.

ყველას გასაკვირად ფასი არც ისე ძვირია. სულ რაღაც 75 მილიონი ევრო. იმის ფონზე, რომ 28 წლის აზარი 100 მილიონი ღირს, სტერლინგის სატრანსფერო ღირებულება ტრანსფერ მარკეტის მიხედვით კი 128 მილიონია, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰოლანდის ღირებულება არც ისე ბევრია.

20 წლის თავდამსხმელს კონტრაქტი 2022 წელს ეწურება და კლუბის მესვეურები იმედოვნებენ, რომ მომავალ ზაფხულს მას შეინარჩუნებენ. ერლინგის გაყიდვა მათ გეგმებში არ შედის.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდი "ბორუსიაში" 2020 წლის დასაწყისში, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 26 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 23 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები