პოლონური პრესა:
Aa
Aa

პოლონური პრესა: "აიაქსი" ლაშა დვალს აკვირდება

პოლონური პრესის ინფორმაციით, იქაური "სლასკის" (იგივე "შლიონსკი") ქართველ მცველს, ლაშა დვალს, ამსტერდამის "აიაქსის" სკაუტები აკვირდებიან. 

futbolnews.pl-ს თქმით, ჩემპიონატის ერთ-ერთ შეხვედრას, რომელშიც "სლასკი" "ზაგლებიეს" ხვდებოდა და დვალმა გოლიც კი გაიტანა, "აიაქსის" სკაუტი ესწრებოდა, რომლის მიზანიც სწორედ ქართველზე დაკვირვება იყო.

21 წლის დვალი ჯერ კიდევ იმ 17 წლამდე ნაკრებიდან გვახსოვს, რომელმაც 2012 წელს ევროპის ჩემპიონატი ითამაშა. ლაშა იმ გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახლდათ. 

მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, დვალმა უკვე რამდენიმე გუნდი გამოიცვალა. მას სხვადასხვა დროს ლატვიურ "სკონტოში", ინგლისურ "რედინგში", თურქულ "ქასიმფაშასა" და გერმანულ "დუისბურგში" უთამაშია

გარდა ამისა, საქართველოს ნაკრებში 5 მატჩი აქვს ჩატარებული.

შეგახსენებთ იმასაც, რომ აქამდე "აიაქსის" რიგებში შოთა არველაძესა და გიორგი ქინქლაძეს უთამაშიათ. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები