Aa Aa
24 ოქტომბერი 2020  |  14:58

ფიგუს შემდეგ შევჩენკოც: "ევროპული სუპერლიგის იდეა ფეხბურთს მოკლავს"

ინგლისის, გერმანიის, ესპანეთის, იტალიისა და საფრანგეთის წარმომადგენელი კლუბები ახალი ტურნირის ევროპის სუპერლიგის თაობაზე მოლაპარაკებებს მართავენ. გათამაშებას მხარს ფიფაც უჭერს და ამერიკული ბანკი, JP Morgan მზადაა, ტურნირი სტარტისთვის 6 მილიარდი დოლარით დააფინანსოს.

ლეგენდარული უკრაინელი ფეხბურთელი და ამჟმად ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანდრეი შევჩენკო ამ იდეას გამოეხმაურა და მკაცრად გააკრიტიკა. მისთვის ეს სიახლე მიუღებელია:

იმ სახით, როგორიც დღეს არის, ევროპული სუპერლიგის იდეა ფეხბურთს მოკლავს. უკრაინის მსგავსი ქვეყნები ამით დაზარალდებიან და აყვავდება მხოლოდ ელიტა.

ჩვენ, ყოველთვის ფეხბურთის განვითარებაზე უნდა ვიზრუნოთ“, - წერს შევჩენკო სოციალურ ქსელში.

ხსენებული იდეის წინააღმდეგ წავიდა ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელი ლუიშ ფიგურც, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მოსალოდნელ ცვლილებებს ფხბურთის განადგურების გზა უწოდა:

"ყველაფერი, რაც ამ სუპერ ლიგის შექმნის იდეის შესახებ წავიკითხე, ფეხბურთს ისეთი სახით, როგორითაც ჩვენ ვიცნობთ, გაანადგურებს. ეს ინიციატივა მხოლოდ და მხოლოდ სიხარბეს უკავშირდება და ფეხბურთს რამდენიმე ელიტარულ კლუბს დაუტოვებს, ხოლო დანარჩენ კლუბებსა და ჩემპიონატებს, რომლებიც გულშემატკივრებს უყვართ, მოკლავს. საფეხბურთო სამყარო უნდა გაერთიანდეს! ამ იდეის წინააღმდეგ ყველა უნდა წავიდეს“!

ბოლოს გეტყვით, რომ ევროპის სუპერლიგის ჩატარების სავარაუდო თარიღად 2022 წელი სახელდება.

P.S. უეფა ამ იდეას მხარს არ უჭერს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში