ჭიკაძის მე-4 გამარჯვება UFC-ში! - დაუმარცხებელი მორალესი დამარცხებულია!
Aa
Aa

ჭიკაძის მე-4 გამარჯვება UFC-ში! - დაუმარცხებელი მორალესი დამარცხებულია!

32 წლის ქართვემა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ UFC-ში თავისი მე-4 ბრძოლა გამართა და წინა სამის მსგავსად, ამჯერადაც გამარჯვებით დაასრულა!

ჭიკაძის მეტოქე ვენესუელელი დაუმარცხებელი მებრძოლი ომარ მორალესი გახლდათ.

ქართველი მებრძოლი მოწოდების სიმაღლეზე იყო და პირველივე წუთებიდანვე სამივე რაუნდში დომინირებდა. უკანასკნელ რაუნდში ჭიკაძემ მორალესს უძლიერესი დარტყმა მიაყენა, რამაც ვენესუელელი ოქტაგონზე დააგდო, რასაც დარტყმების სერია მიაყოლა და ამ მომენტის შედეგად ფაქტობრივად გაირკვა, თუ ვინ იქნებოდა დღევანდელი ბრძოლის გამარჯვებული.

არბიტრთა გადაწყვეტილება ასეთი იყო - 30:27, 30:27, 30:27 გიგა ჭიკაძის სასარგებლოდ.

ამრიგად, მორალესმა რომელსაც 10-დან 10 მოგება ჰქონდა, აქედან ნოკაუტით 2-ჯერ, მტკივნეული ან მახრჩობელა ილეთით 5-ჯერ, ხოლო მსაჯების გადაწყვეტილებით 3-ჯერ იმარჯვა, ამჯერად კარიერაში პირველი მარცხი იწვნია, ქართველი კი ჯერჯერობით კვლავ 100%-იანი შედეგითაა - 4-დან 4 მოგება.

გიგა ჭიკაძემ ამ გამარჯვების შემდეგ, $40,000 დოლარი გამოიმუშავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები