სტამანი: „დვალიშვილი უცნაური ბიჭია, ურტყამენ და იცინის
Aa
Aa

სტამანი: „დვალიშვილი უცნაური ბიჭია, ურტყამენ და იცინის"

მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქემ, კოდი სტამანმა ქართველი მებრძოლის შესახებ ისაუბრა. ამერიკელმა ინტერვიუ Mmajunkie-ის მისცა და განაცხადა, რომ ოქტაგონზე დვალიშვილის ქმედებებით აღფრთოვანებული არაა.

„ვფიქრობ, მერაბი ჩემთვის ყველაზე ცუდი მეტოქეა, რადგან ის ძალიან უცნაური ბიჭია. დვალიშვილი კარგად ჭიდაობს, მაგრამ ამ მხრივ მას არც მე ჩამოვრჩები. ვფიქრობ თუ არა, რომ ის ჩემზე უკეთ ჭიდაობს? რა თქმა უნდა, არა! ვფიქრობ თუ არა, რომ ჩემზე უცნაურია და უკეთეს ფორმაშია? დიახ, მაგრამ შემიძლია, ბრძოლას უკეთეს ფიზიკურ კონდიციებში შევხვდე.

არ მინდა, ისეთი უცნაური ვიყო, როგორიც დვალიშვილია. ჩემი მიზანია, ბრძოლის დროს ფორმის მხრივ მის დონეზე გახლდეთ. დარწმუნებული ვარ, გრეპლინგში წინააღმდეგობას გავუწევ და ვთვლი, რომ დგომში მას ბევრად ვჯობივარ. სტატისტიკური გადმოსახედიდან, მერაბი ჩემთვის ტოპ 15-დან ყველაზე კარგი მეტოქეა.

დარწმუნებული ვარ, რომ დვალიშვილი ოქტაგონს მიღმა კარგი ბიჭია, მაგრამ რვაკუთხედში უცნაურად იქცევა. ურტყამენ და ისე იღიმის, თითქოს ტკივილით იყოს შეპყრობილი. ამას მისი და დოდსონის დაპირისპირებისას განვითარებული მოვლენებიც ემატება. ისინი ოქტაგონზე ყოფნისას ერთმანეთს უყვიროდნენ. ეს ბიჭები ასეთი ქცევებით UFC-ის მებრძოლებს ჭკუასუსტებად წარმოაჩენენ და ეს ნამდვილად არ მომწონს“.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და სტამანის ჯახი 5 დეკემბერს გაიმართება. ამერიკელ მებრძოლს კარიერაში 19 გამარჯვება, 3 მარცხი და 1 ფრე აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები