მაკგრეგორი 12 დეკემბერს იბრძოლებს - მიზეზი ქველმოქმედებაა
ცნობილია, რომ ლეგენდარული მებრძოლი კონორ მაკგრეგორი დიდი სპორტიდან წავიდა. მისი დაბრუნების შესახებ ბევრი ჭორი ვრცელდება და დღევანდელ დღემდე რეალურად არავინ არაფერი იცოდა. სხვადასხვა ინფორმაციებზე დაყრდნობით გულშემატკივრებმა გაიგეს, რომ კონორი რინგზე დაბრუნდება და მენი პაკიაოს შეხვდება.
ამასთან დაკავშირებით ოფიციალური თარიღი არ არსებობს, მაგრამ დღეს მაკგრეგორმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ახალი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის 2020 წლის 12 დეკემბერს, დუბლინში დასტინ პორიეს შეებრძოლება. ამ ყველაფრის მიზეზი ქველმოქმედებაა.
Free to air spar. McGregor vs Poirier.
— Conor McGregor (@TheNotoriousMMA) September 30, 2020
List of chosen charities available soon. All donations welcome ❤️ pic.twitter.com/cLfFbQ0IJF
"საქველმოქმედო ორგანიზაციების სია მალე ხელმისაწვდომი იქნება. ყველა შემოწირულობას მივესალმებით." - განაცხადა კონორმა
შეგახსენებთ, რომ მაკგრეგორმა კარიერა ოფიციალურად მიმდინარე წლის 7 იანვარს დაასრულა.