Aa Aa
30 სექტემბერი 2020  |  00:46

„მე ვარ ფეხბურთელი, რომელსაც გამარჯვება უყვარს" - სიტიმ რუბენ დიაში წარადგინა

„მანჩესტერ სიტიმ“ რუბენ დიაში წარადგინა. „ქალაქელებმა“ პორტუგალიელ უკანახაზელთან 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს და მის სანაცვლოდ „ბენფიკას“ 64.3 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადეს.

„მე ვარ ფეხბურთელი, რომელსაც გამარჯვება უყვარს, გუნდისთვისა და გულშემატკივრებისთვის თამაშობს და გიჟდება ოჯახურ ატმოსფეროზე, რომელსაც აქ გადმოსვლის შემდეგ დიდი დოზით ვგრძნობ.

აგრესიული ფეხბურთელი ვარ და მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ. ჩემი ვარაუდით, პრემიერ ლიგა სწორედ ისაა, რის გამოც ფეხბურთელი გავხდი. ვგულისხმობ იმ შეგრძნებას, რომელიც მოედანზე ყოფნისას გეუფლება და მომენტს, როცა ჟრუანტელი გივლის. ამ შეგრძნების სიტყვებით აღწერა შეუძლებელია და ჩემთვის პრემიერ ლიგა სწორედ მასთან ასოცირდება“.

შეგახსენებთ, რომ დიაშის ტრანსფერის შემდეგ, „სიტიმ" „ბენფიკაში" ნიკოლას ოტამენდი გაუშვა. „არწივებმა“, რომლებსაც 32 წლის უკანახაზელის ტრანსფერი 15 მილიონი ევრო დაუჯდათ, არგენტინელი მცველი რამდენიმე წუთის წინ წარადგინეს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში