მექსიკაში საფეხბურთო მატჩისას მსაჯი მოკლეს
მექსიკაში საფეხბურთო მატჩისას მსაჯი მოკლეს. 59 წლის ვიქტორ ტრეხომ ერთ-ერთი გუნდის ფეხბურთელს რუბენ რივერა ვასკესს უხეშობისთვის წითელი ბარათი უჩვენა, ვასკესი კი არბიტრს ფიზიკურად გაუსწორდა.
ფეხბურთელმა მსაჯს ხელი თავში ჩაარტყა, რის შედეგადაც არბიტრი მოედანზე უგონოდ დაეცა. მართალია, ის ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ფეხბურთელმა კი, სტადიონზე შექმნილი არეულობით ისარგებლა და მიმავლვა მოახერხა, მექსიკელი სამართალდამცველები რუბენ ვასკესს ამ დრომდე ეძებენ.