მორატა იუვენტუსში ბრუნდება - სუარესი ატლეტიკოში გადადის
Aa
Aa

მორატა იუვენტუსში ბრუნდება - სუარესი ატლეტიკოში გადადის

Goal-ის ინფორმაციით, „ატლეტიკოს“ ფეხბურთელი, ალვარო მორატა „იუვენტუსში“ გადაბარგდება. „ბებერი ქალბატონი“ ესპანელს ერთი წლით, იჯარის წესით ინათხოვრებს და „როხიბლანკოს“ 9 მილიონ ევროს გადაუხდის, მისი გამოსყიდვა კი 45 მილიონ ევროდ შეეძლება.

27 წლის ცენტრფორვარდს დღეს მადრიდულ გუნდთან არ უვარჯიშია და ხვალ ტურინში ჩაფრინდება, რათა „იუვენტუსში“ სამედიცინო შემოწმება გაიაროს. ხელშეკრულების მიხედვით, „ბიანკონერის“ იჯარის გახანგრძლივება 2022 წლამდე შეეძლება, მორატასთან კი პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა.

ესპანელი ფეხბურთელის გასხვისების შემდეგ, „ატლეტიკო“ თავდასხმის ხაზში გაჩენილ სიცარიელეს ლუის სუარესით შეავსებს. Marca-ს თანახმად, მადრიდელები სწორედ მორატას გაშვებას ელოდებოდნენ და უახლოეს საათებში „ელ პისტოლერო“ „როხიბლანკოს“ ფეხბურთელი გახდება.

Onda Cero-ს ცნობით, ურუგვაელი „ატლეტიკოსთან“ 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ყოველწლიურად მისი ანაზღაურება 9 მილიონი ევრო იქნება. „ბარსელონა“ კი სუარესს კონტრაქტით გათვალისწინებული ხელფასის დარჩენილი ნაწილის ნახევარს გადაუხდის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები