იუვენტუსმა სუარესის შეძენა გამორიცხა - რა ვარიანტები აქვს ურუგვაელს?
Aa
Aa

იუვენტუსმა სუარესის შეძენა გამორიცხა - რა ვარიანტები აქვს ურუგვაელს?

"ლა გაზეტა დელო სპორტის" ცნობით, ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ ლუის სუარესს დაურეკა და აცნობა, რომ კლუბი მას ვეღარ შეიძენს.

„იუვეს“ მთავარი სამიზნე ამჯერად ედინ ჯეკოა, რომლის შეძენაც მათთვის გაცილებით მარტივი იქნება.

როგორც ცნობილია, სუარესმა იტალიურ ენაში გამოცდა ჩააბარა და B1 სერთიფიკატიც აიღო, თუმცა პასპორტის აღება ოქტომბრამდე ვერ მოხერხდებოდა, რაც ტრანსფერის დასრულებას შეუძლებელს ხდიდა. აქედან გამომდინარე ურუგვაელი ტურინში ვეღარ გაემგზავრება.

„ელ პისტოლერომ“ დევიდ ბექჰემის კლუბის „ინტერ მაიამის“ საკმაოდ მიმზიდველი წინადადება უარყო და ევროპის დატოვებაზე უარი განაცხადა. ამ მომენტისთვის, მას ან „ბარსელონაში“ დარჩენა მოუწევს, ან „ატლეტიკოსთან“ როგორმე უნდა შეთანხმდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები