Aa Aa
11 სექტემბერი 2020  |  23:18

პირველი ტიტული ცსკა-ში - შენგელიას გუნდმა ნევის თასი მოიგო

თორნიკე შენგელიას ცსკა ნევის თასის გამარჯვებული გახდა. ტურნირის ეგიდით გამართულ მეორე შეხვედრაში „არმიელები“ სარატოვის „ავტოდორს“ დაუპირისპირდნენ და მეტოქე ყოველგვარი პრობლემების გარეშე, 93-67 დაამარცხეს.

თორნიკე შენგელიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე თითქმის 20 წუთი გაატარა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა ამ დროში 6 ქულა, 6 მოხსნა, 6 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება გაიფორმა. აღსანიშნავია, რომ მოხსნებისა და ასისტების მხრივ „თოკომოტივი" თავის გუნდში საუკეთესო გახლდათ.

შენგელიამ 4-დან 1 ორქულიანი და ოთხივე საჯარიმო ჩააგდო. ბურთი არ დაუკარგავს და 1 სამქულიანი გააცუდა. თოკომ ორი პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 19-ს გაუტოლდა და ამ მაჩვენებლით შენგელია მხოლოდ მილუტინოვსა და სტრელნიეკსს ჩამორჩა.

ცსკა-ს 19 ქულით სწორედ სტრელნიეკსმა ულიდერა. მილუტინოვმა 14 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. ჰილიარდი კი 15 ქულასა და 3 ჩაჭრას დასჯერდა.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია ცსკა-ს მაისურით პირველ ოფიციალურ შეხვედრას 23 სექტემბერს ჩაატარებს და VTB ლიგაზე ყაზახურ „ასტანას“ დაუპირისპირდება. მანამდე კი არმიელები რამდენიმე წინასასეზონო მატჩს გამართავენ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში