ანგელოვსკი: ''ქართველები გუნდურ ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ ჩვენ 3 ქულისთვის ვიბრძოლებთ''
Aa
Aa

ანგელოვსკი: ''ქართველები გუნდურ ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ ჩვენ 3 ქულისთვის ვიბრძოლებთ''

უეფას ერთა ლიგის მეორე გათამაშების მეორე ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები მაკედონიას შეხვდება. მატჩამდე მაკედონიელთა მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ ''დინამო არენაზე'' პრესკონფერენცია გამართა.

ანგელოვსკი: ''ამ ჯგუფში გამოკვეთილი ფავორიტი არაა. ხვალინდელი მატჩი ძალიან საინტერესოა. ერთა ლიგა გამარჯვებით დავიწყეთ და იმედი მაქვს ასე გაგრძელდება.

როგორც მწვრთნელი გუნდს ყოველთვის ისე ვამზადებ, რომ ფეხბურთელებმა შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინონ. საქართველოს ნაკრები გუნდურ ფეხბურთს თამაშობს, თუმცა ჩვენი შესაძლებლობების გვჯერა და იმედი გვაქვს, რომ სამ ქულას მოვიპოვებთ.

ხვალინდელი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია. კარგი იქნება თუ მაკედონია  და საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ფინალში შეხვდებიან''.

პანდევი: ''სომხეთთან მატჩში მინდორი კატასტროფულ მდგომარეობაში იყო, თუმცა საქართველოსთან მატჩს შესანიშნავი განწყობით ვხვდებით''.

შეგახსენებთ, საქართველოსა და მაკედონიას შორის დაპირისპირება 8 სექტემბერს გაიმართება. ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ''დინამო არენაზე'' 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები