გრინვუდი და ფოდენი ნაკრებს მიღმა - ფეხბურთელებმა წესები დაარღვიეს
Aa
Aa

გრინვუდი და ფოდენი ნაკრებს მიღმა - ფეხბურთელებმა წესები დაარღვიეს

ინგლსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეითმა გადაწყვიტა, რომ მეისონ გრინვუდი და ფილ ფოდენი დანიასთან გასამართი მატჩისთვის ნაკრებს არ დაეხმარებიან. მიზეზი კი ფეხბურთელების მხრიდან კორონავირუსის პროტოკოლის წესების დარღვევაა.

ისლანდიასთან გამარჯვების შემდეგ(0:1) სპორტსმენებმა გასართობად, სასტუმროში უცხო გოგოები აიყვანეს. ეს კი დადგენილ წესებს ეწინააღმდეგება. ფეხბურთელებს ევალებათ, რომ შეკრების დროს არცერთ უცხო ადამიანთან არ იქონიონ კონტაქტი, მაგრამ ახალგაზრდებმა ეს არაფრად ჩააგდეს და გართობა მოინდომეს.

"მანჩესტერ სიტისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები სამშობლოში დარჩებიან და კორონავირუსის ტესტს ჩაიტარებენ. მწვრთნელის გადაწყვეტილებით ისინი ნაკრებს დანიაში არ გაჰყვებიან.

ჟურნალისტები ერთ-ერთ გოგონას დაუკავშირდნენ და კომენტარის გაკეთება სთხოვეს. "არ მინდა არაფერზე ლაპარაკი და არც ის მინდა, რომ ფეხბურთელებს პრობლემები შეექმნათ. ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ერთ-ერთ მათგანთან გარკვეული სახის ურთიერთობა მქონდა, მაგრამ კონკრეტულად როგორი, ამას არ გეტყვით." - განაცხადა გოგონამ. ინფორმაციას The Sun ადასტურებს.

ინგლისის ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის შემდეგ შეხვედრას 8 სექტემბერს კოპენჰაგენში დანიის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 22:45-ზე დაიწყება. შეგახსენებთ იმასაც, რომ საუთგეითის შეგირდებმა პირველ ტურში ისლანდია მინიმალური სხვაობით 0:1 დაამარცხეს. ერთადერთი გოლი რაჰიმ სტერლინგმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, პენალტის ნიშნულიდან გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები