შენგელიას 6 ქულა, 5 მოხსნა, 4 ასისტი და 4 ჩაჭრა - ცსკა-მ ხიმკი დაამარცხა
Aa
Aa

შენგელიას 6 ქულა, 5 მოხსნა, 4 ასისტი და 4 ჩაჭრა - ცსკა-მ ხიმკი დაამარცხა

საქართველოს ნაკრების კაპიტნის, თორკიკე შენგელიას ცსკა-მ მესამე წინასასეზონო მატჩი გამართა და „ხიმკის“ დაუპირისპირდა. არმიელებმა მეტოქეს დამაჯერებლად სძლიეს და 99-83 იმარჯვეს.

შენგელიამ სასტარტო ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე 21 წუთი და 17 წამი გაატარა. ამ დროში თოკომ 6 ქულა, 5 მოხსნა, 4 ასისტი და 4 ჩაჭრა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ასისტებსა და ჩაჭრებში ქართველი კალათბურთელი თავის გუნდში საუკეთესო იყო.

ცსკა-ს ნიკოლა მილუტინოვმა ულიდერა, რომელმაც 18 ქულა და 5 მოხსნა გაიფორმა. მაიკ ჯეიმსმა 17 ქულა გააკეთა, ხოლო უილ კლაიბერნი 12 ქულით გამოირჩა.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია ცსკა-ს მაისურით პირველ ოფიციალურ შეხვედრას 23 სექტემბერს ჩაატარებს და VTB ლიგაზე ყაზახურ „ასტანას“ დაუპირისპირდება. მანამდე კი არმიელები რამდენიმე წინასასეზონო მატჩს გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები