მესის გენიალურობა 6-7 წლის ასაკში - უნიკალური კადრები და გასაოცარი სტატისტიკა
Aa
Aa

მესის გენიალურობა 6-7 წლის ასაკში - უნიკალური კადრები და გასაოცარი სტატისტიკა

ლიონელ მესი თავისი კარიერის მანძილზე რომ საოცრებებს ახდენს, ეს ახალი არ არის. ცნობილმა სპორტულმა გამოცემამ Givemesport-მა არგენტინელი სუპერვარსკვლავის ბავშვობის წლების თამაშის ამსახველი კადრები და სტატისტიკა გაავრცელა.

ლეო 6 წლის ასაკშიც იშვიათ რაღაცებს აკეთებდა. მისი სათამაშო სტილი მოწინააღმდეგეს დიდ პრობლემებს უქმნიდა.
27 წლის შემდეგ ლიონელის თამაში დიდად არ შეცვლილა.

1994 წელს, მესი სათამაშოდ "ნიუელს ოლდ ბოისმა" აიყვანა და პირველივე სეზონში 29 ჩატარებულ შეხვედრაში 40 გოლი გაიტანა. არგენტინელმა "ნიუელსში" 6 წელი დაჰყო.

ასოციაცია rosarina de futbol-ის ჟურნალისტი მიგელ მარტინესი, უყურებდა აბსოლუტურად ყველა მატჩს, რომელშიც პატარა მესი მონაწილეობდა. ლეომ 1995 წელს, 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 35 გოლი გაიტანა. 1996 წელი - 27 თამაში, 36 გოლი. 1997 წელი - 36 თამაში, 40 გოლი. 1998 წელს, ლიონელმა შედარებით ნაკლებ თამაშში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მისი სტატისტიკა კვლავ ბრწყინვალეა - 25 მატჩი, 27 გოლი. 1999 წელს, მესიმ "ნიუელსში" უკანასკნელი სეზონი გაატარა და 11 წლის ასაკში, 29 ჩატარებულ შეხვედრაში 55 გოლი გაიტანა. საბოლოო ჯამში, ლეომ "ნიუელსის" მაისურით 176 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 234 გოლი გაიტანა.

"ოქროს ბურთის" 6-გზის გამარჯვებული გულშემატკივრების სტატისტიკით (და არა მარტო) გაკვირვებას დღესაც ახერხებს. პროფესიონალურ კარიერაში დღემდე 763 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მეტოქეთა კარში 645 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები