Aa
Aa

Sport: ბარსელონა გაიას ტრანსფერის ვარიანტს განიხილავს

კატალონიური Sport-ის თქმით, „ბარსელონას“ ხოსე გაიას მიმართ ინტერესი არ განელებია და მის შეძენას ამ ზაფხულსაც განიხილავს.

„ბლაუგრანაში“ ხუნიორ ფირპოს თამაშით დიდად მოხიბლულნი არ არიან და ხორდი ალბას გრძელვადიან შემცვლელზე სერიოზულად ფიქრობენ, ერთ-ერთი ყველაზე სასურველი კანდიდატი კი „ვალენსიას“ 25 წლის მცველია.

Sport-ის ცნობით, „ღამურებს“ გაიას სანაცვლოდ 50 მილიონი ევროს მიღება სურთ და თანხის დაკლებას არ განიხილავენ, რადგან კლუბს არცთუ სახარბიელო ფინანსური მდგომარეობა შეექმნა.

„ბარსას“ აქტიურობა მართებს, რამეთუ უკვე მეორე წელია გაიას გადაბირებით „სიტი“ ინტერესდება და კატალონიელებს მისი სახით სერიოზული კონკურენტი ჰყავს.

ხოსე გაიას ვალენსიელებთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. სააგენტო transfermarkt-ი მის ღირებულებად 40 მილიონ ევროს ასახელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები