რამოსისა და იმობილეს გარეშე - სეზონის სიმბოლური ნაკრები შეადგინეს
Aa
Aa
6 აგვისტო 2020  |  18:18

რამოსისა და იმობილეს გარეშე - სეზონის სიმბოლური ნაკრები შეადგინეს

ცნობილმა სპორტულმა გამოცემა WhoScored-მა ჩემპიონატების დასრულების შემდეგ, ევროპის ტოპ 5 ლიგიდან 11 კაციანი სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც რამდენიმე მოულოდნელობა ვიხილეთ.

მეკარის პოზიციაზე 7.0 შეფასებით „ბრეშას“ გოლკიპერი იოსი იორონენი იმყოფება. დაცვის ოთხეული ასეთია: რიკარდო პერეირა (7.5, ლესტერი), ვირჯილ ვან დეიკი (7.3, ლივერპული), ჯეიმს ტარკოვსკი (7.2, ბარნლი), ალფონსო დევისი (7.5, ბაიერნი).

ნახევარდაცვაში 4 მოთამაშეა - კევინ დე ბრუინი (8.0, მანჩესტერ სიტი), ჯეიდონ სანჩო (7.6, დორტმუნდი), ლიონელ მესი (8.7, ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (7.8. იუვენტუსი).

თავდასხმაში კი რობერტ ლევანდოვსკი (8.1, ბაიერნი) და ტიმო ვერნერი (7.6, ლაიპციგი) ვიხილეთ.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალი შეფასება გუნდში ლეო მესიმ მიიღო. ყველაზე დაბალი კი „ბრეშას“ გოკიპერმა, რომლის ამ თერთმეტეულში ხილვა ასევე მოულოდნელობა გახლავთ.

მთავარ მოულოდნელობას რაც შეეხება - სერხიო რამოსისა და ოქროს ბუცის მფლობელი ჩირო იმობილეს გუნდში არყოფნა ცოტა რთული ასახსნელია. ორივე მათგანმა საოცარი სეზონი ჩაატარა და მათ ნაცვლად ტარკოვსკი-ვერნერის გამოჩენა კითხვის ნიშნებს ბადებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები