ბასკონიამ ჯგუფური ეტაპი მარცხით დაასრულა - წინ ნახევარფინალია
თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა გამართა. ვიტორიელები „ხუვენტუტ ბადალონას“ დაუპირისპირდნენ და 76-74 დამარცხდნენ.
ეს შეხვედრა ფორმალურ ხასიათს ატარებდა და დუშკო ივანოვიჩმა წამყვანი კალათბურთელების დასვენება გადაწყვიტა. მონტენეგროელმა სპეციალისტმა შენგელია და ჰენრი საერთოდ არ ათამაშა, ხოლო ვილდოსას, შილდსა და გრეინჯერს ძალიან ცოტა დრო მისცა.
???? @ArtursKurucs anota su PRIMERA CANASTA en la #LigaEndesa
— Liga Endesa (@ACBCOM) June 25, 2020
???? En directo por @MovistarPlus pic.twitter.com/MPNFWaZABZ
ლიდერების გარეშე მოასპარეზე „ბასკონიას“ გამარჯვების შანსი მაინც ჰქონდა, თუმცა ბოლო წამებზე უკეთ „ბადალონას“ კალათბურთელებმა იასპარეზეს და ჯგუფური ეტაპი მაჟორულ ნოტაზე დაასრულეს.
???? @KeremKanter y su mejor versión en la #LigaEndesa
— Liga Endesa (@ACBCOM) June 25, 2020
1️⃣8️⃣ puntos
7️⃣ rebotes
2️⃣0️⃣ valoración
???? Jugador del Partido en la app oficial de la acb pic.twitter.com/tBkFdEHraf
ვიტორიელთა მხრიდან 18 ქულით პოლონარა გამოირჩა, დრაგიჩმა გუნდს 12 ქულა შესძინა, ხოლო მეტ ჯენინგმა 9 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა.
???????????????? https://t.co/1m6EZY4MZ2
— Saski Baskonia (@Baskonia) June 25, 2020
„ბასკონიამ“ ლიგა ენდესას ფინალური ეტაპის A ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და მისი მეტოქის ვინაობა ხვალ გაირკვევა. შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალები კვირას გაიმართება.