''არ ველოდი, მაგრამ მის სიტყვას პატივს ვცემ'' - ქეცბაიამ 38 წლის მეკარე გუნდიდან გაუშვა
Aa
Aa

''არ ველოდი, მაგრამ მის სიტყვას პატივს ვცემ'' - ქეცბაიამ 38 წლის მეკარე გუნდიდან გაუშვა

''ანორთოსისის'' მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ 38 წლის მეკარე ანტონის გეორგალიდისი გუნდიდან გაუშვა, თუმცა ქართველი სპეციალისტის გადაწყვეტილებას გარკვეული სირთულე ახლდა, რადგან მათ ერთად კლუბში არაერთი სასიამოვნო სეზონი გაატარეს.

გეორგალიდისი ადგილობრივ მედიას ესაუბრა: ''2004-05 წლების სეზონში გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე ვიყავი, მაშინ გუნდს თემური წვრთნიდა და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოვიპოვეთ. თემურ ქეცბაიასთან ბევრი სასიამოვნო მოგონება მაკავშირებს, მისგან ბევრი ვისწავლე და მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, თუმცა ვაღიარებ, რომ მისი გადაწყვეტილება ჩემი გუნდიდან წასვლის შესახებ, მოულოდნელი იყო.

გასულ წელს თემურმა ''ანორთოსისში'' დამაბრუნა, კარიერის დასრულება სწორედ ამ კლუბში მსურდა, თუმცა მასთან საუბრის შემდეგ  წასვლა გადაწყდა. კარიერის დასრულებას არ ვაპირებ, მსურს კიდევ ვითამაშო ფეხბურთი.

რაც შეეხება ჩემს კონკურენტს, გიორგი ლორიას. ის გუნდში თემურმა მოიყვანა და მისმა არჩევანმა გაამართლა. ლორია ძალიან კარგი მეკარეა, მახსოვს მისი თამაშის საბერძნეთის სუპერლიგაში.''

2002-04 წლებში ქეცბაია და გეორგალიდისი ''ანორთოსისში'' თანაგუნდელები იყვნენ, 2004-06 წლებში კი ქეცბაია კლუბის მოთამაშე-მწვრთნელი გახდა და გეორგალიდისი მისი გუნდის მეკარე იყო. ''ანორთოსისის'' პირველი ევროპული სენსაცია სწორედ მაშინ დაფიქსირდა, როცა კვიპროსულ გუნდს ქეცბაია წვრთნიდა და კარს გეორგალიდისი იცავდა, 2005 წლის ზაფხულში კვიპროსის ჩემპიონმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქეთის ჩემპიონი ''ტრაბზონი'' დაამარცხა, რაც მოულოდნელი შედეგი იყო.

გეორგალიდისი ლარნაკას აეროპორტში ''ტრაბზონის'' დამარცხების შემდეგ

ქეცბაია ფეხბურთელის რანგში კვიპროსის ჩემპიონი მხოლოდ ერთხელ, 2004-05 წლების სეზონში გახდა, როცა ''ანორთოსისში'' ქეცბაიასთან ერთად გეორგალიდისი, ქინქლაძე, ხოჯავა, ჩალაძე, გაბიდაური და წიტაიშვილი ასპარეზობდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები