ცსკა-ს წარმომადგენელი შენგელიასთან შეთანხმებას უარყოფს
Aa
Aa

ცსკა-ს წარმომადგენელი შენგელიასთან შეთანხმებას უარყოფს

თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში შესაძლო ტრანსფერმა ბოლო დღეებში დიდი ხმაური გამოიწვია. დღეს კი რუსულმა გამოცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რუსული კლუბი ქართველ კალათბურთელთან მოლაპარაკებებს არ ადასტურებს.

„ცსკა-ს თორნიკე შენგელიას მიმართ ინტერესი აქვს, თუმცა ამ ეტაპზე იმის თქმა, რომ შეთანხმება მიღწეულია ძალიან ნაადრევი გახლავთ. შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი საწყის სტადიაშია“. - ვკითხულობთ Sports.ru-ს გვერდზე უცნობი წყაროს (კლუბის წარმომადგენელი) მიერ გაკეთებულ კომენტარში.

დღეს, ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატი განახლდება, შენგელიამ კი Mundo Deportivo-სთან ისაუბრა და მის შესაძლო ტრანსფერსაც შეეხო:

„ცსკა-ს შესახებ ვერაფერს გეტყვით, „ბასკონიასთან“ კიდევ 2 წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და 100%-ით ამ გუნდზე ვარ კონცენტრირებული“.

შეგახსენებთ, რომ შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის მარტის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. თოკო თვის საუკეთესო კალათბურთელი ზედიზედ მეორედ გახდა. მან ეს ჯილდო თებერვალშიც დაისაკუთრა, როცა მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 29 იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები