Aa
Aa

ინდიანა პეისერსის X ფაქტორი - Clutchpoints ბითაძეზე

ამერიკულმა გამოცემამ, Clutchpoints-მა „ინდიანა პეისერსს“ სტატია მიუძღვნა და დაასახელა ორი X ფაქტორი, რომლებსაც სეზონის განახლების შემდეგ, თავის გამოჩენა შეეძლებათ. Clutchpoints-მა აარონ ჰოლიდეი და გოგა ბითაძე გამოარჩია.

„პეისერსს თავისი ახალწვეული მაღლის, გოგა ბითაძის იმედი აუცილებლად ექნება. ქომაგთა უმრავლესობას მისი თამაშის ხილვის საშუალება ხშირად არ ეძლეოდა, თუმცა ინდიანას სჭირდება, რომ მან საბონისისა და ტერნერის უკან სოლიდური როლი ითამაშოს.

ბითაძემ მიმდინარე სეზონში 49 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2-ჯერ სასტარტო ხუთეულში მოხვდა. იგი საშუალოდ 3.1 ქულას, 2 მოხსნასა და 0.7 დაფარებას აგროვებს. გოგა პარკეტიდან 47.3 პროცენტით, ხოლო პერიმეტრიდან 16.7 პროცენტით უტევს.

ორი აზრი არაა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ბითაძეს დიდი პოტენციალი აქვს. გოგა დაყენებული სროლით გამოირჩევა, ფარის დაცვა შეუძლია და პასების გაკეთებაც მშვენივრად გამოსდის. სამწუხაროდ, ახალწვეულ ბითაძეს თამაშის ყველა ასპექტში სტაბილურობის შენარჩუნება ძალიან უჭირს.

პანდემიით გამოწვეული პაუზა შესაძლოა ბითაძეს დაეხმაროს. სავარაუდოდ, მას სეზონის განახლების შემდეგ, პარკეტზე 10-15 წუთის გატარებას მოსთხოვენ. თუ რა თქმა უნდა, ინდიანამ ტი ჯეი ლიფისთვის უფრო დიდი როლის მიცემა არ გადაწყვიტა. ნეით მაკმილანსა და კევინ პრიჩარდს ბითაძის ეიმედებათ, თუმცა გოგას სეზონის განახლების შემდეგ, თამაშის გაუმჯობესება მოუწევს“, - წერს Clutchpoints ქართველი ცენტრის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ „ინდიანა“ 39 მოგებითა და 26 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-6 ადგილს იკავებს. „პეისერსი“ ორლანდოში 7 ივლისს გაემგზავრება და სეზონის განახლებისთვის მზადებას გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები