Aa
Aa

"მან მეკარეს დაუძახა და"... - ნიდერლეხნერმა პენალტის გაფუჭება უმაყურებლობას დააბრალა

გერმანიის ბუნდესლიგის 30-ე ტურის მატჩში, „აუგსბურგსა“ და „კიოლნს“ შორის, აუგსბურგელთა ფორვარდმა, ფლორიან ნიდერლეხნერმა პენალტი ვერ გაიტანა, რაც მატჩის შემდეგ საინტერესო მიზეზით ახსნა.

ნიდერლეხნერმა საკითხზე მოკლე კომენტარი გააკეთა და მომხდარში მეტოქე გუნდის ფეხბურთელების „დანაშაულზეც“ მიანიშნა.

„ყველაზე დიდი შეცდომა დავუშვი, რაც კი შეიძლება პენალტის შემსრულებელმა დაუშვას ისეთ მატჩში, რომელიც ცარიელი ტრიბუნების წინაშე ტარდება.

ზოგადად, ჩემი კუთხე მარჯვენაა და პენალტებს ყოველთვის იქით ვურტყამ ხოლმე. მოხდა ისე, რომ შექმნილმა გარემომ ჩემზე გავლენა მოახდინა და მე ამის საწინააღმდეგოდ ვერაფერი შევძელი. მეტოქის ფეხბურთელმა მეკარეს დაუძახა, რომ მარჯვნივ დავარტყამდი, რამაც ჩემთვის ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ხშირად გმირი ვარ ხოლმე, თუმცა დღეს სულელი ვიყავი“.

ნიდერლეხნერმა, რომელიც „აუგსბურგის“ შტატიანი პენალტისტია, მეკარისთვის კუთხის დაძახების შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და საპირისპირო კუთხეში დაარტყა, ტიმო ჰორნმა კი ბურთი მოიგერია.

შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა, რამაც „აუგსბურგი“ გასავარდნ ფლეი-ოფის ზონასთან კვლავ 4-ქულიან დისტანციაში დატოვა, „კიოლნი“ გაცილებით მშვიდადაა და იმავე აუგსბურგელებს 3 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები