რივალდო: „ნიუკასლში ბეილს სუპერვარსკვლავის სტატუსის დაბრუნება შეეძლება
Aa
Aa

რივალდო: „ნიუკასლში ბეილს სუპერვარსკვლავის სტატუსის დაბრუნება შეეძლება"

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, რივალდო გარეტ ბეილს კარიერის „ნიუკასლში“ გაგრძელებას ურჩევს. „ბარსელონას“ ყოფილი მოთამაშე თვლის, რომ „კაჭკაჭების“ რიგებში უელსელს სუპერვარსკვლავის სტატუსის დაბრუნება შეეძლება.

„ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბეილს MLS-ის კლუბები იწვევენ, თუმცა პირადად მე, მიმაჩნია, რომ მას ევროპაში თამაში კიდევ რამდენიმე წელი შეუძლია. რეალში მისი კარიერა დასასრულს უახლოვდება. სამეფო კლუბში მას მნიშვნელოვან ფეხბურთელად აღარ მიიჩნევენ და გამომდინარე აქედან, დიდია ალბათობა, რომ მან ბლანკოსი დატოვოს. თუ მართლაც ასე მოხდა, ბეილი ევროპაში უნდა დარჩეს და პრემიერ ლიგაში დაბრუნება ცუდი ვარიანტი ნამდვილად არ იქნებოდა.

ნიუკასლს ახალი მფლობელი ეყოლება, რომელიც ზაფხულში დიდ ფულს დახარჯავს და ჩემი აზრით, სენტ ჯეიმს პარკი ბეილისთვის საუკეთესო ვარიანტია. ნიუკასლში მას სუპერვარსკვლავის სტატუსის დაბრუნება შეეძლება.

გარეტს ექნება შანსი დაამტკიცოს, რომ კვლავ ტოპ კლასის ფეხბურთელია და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ვთვლი, რომ თუ მან ნიუკასლისგან შეთავაზება მიიღო, თანხმობა უნდა განაცხადოს. კაჭკაჭების რიგებში ის ლიდერის ფუნქციებს შეითავსებს და გუნდს პრემიერ ლიგაში წარმატების მიღწევაში დაეხმარება“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, ბეილის აგენტმა, ჯონათან ბარნეტმა უარყო ინფორმაცია თითქოს მის კლიენტს წინადადებით MLS-ის კლუბმა მიმართა. მისი თქმით, გარეტი მადრიდში ბედნიერია და რეალის დატოვებას არ აპირებს.

 

მსგავსი სიახლეები