მესისა და მისი კუმირის ისტორია - ფოტოები ლეოს სახლის სპორტდარბაზიდან
არგენტინის ნაკრებისა და "ბარსელონას" ფეხბურთელი ლეო მესი მიოლონობით ადამიანის კუმირია, მაგრამ თვითონ ლეგენდასაც ჰყავს თავისი კუმირი. პანდემიის გამო გამოწვეული თვითიზოლაციის დროს, მესის სახლის სპორტდარბაზი ყველამ ვიხილეთ და დავინახეთ, რომ კედლეზე მუჰამედ ალის შავთეთრი ფოტოებია გამოფენილი.

მესი კრივის ლეგენდას ყოველთვის პატივს სცემდა. მას ალის გამოსახულებით არაერთი მაისური აქვს.


ერთ-ერთი მათგანი კი, 2014 წელს, ბარსელონასთან კონტრაქტის გაფორმების დროს ეცვა. დიახ, დიახ, მაისურზე ეს წარწერაა: "დაფრინავს როგორც პეპელა, იკბინება როგორც ფუტკარი".

მუჰამედ ალის გარდაცვალების დღეს ლეომ საკუთარ ინსტაგრამზე ზუსტად ეს ციტატა დაპოსტა.

სამწუხაროა, რომ ფეხბურთის - ცოცხალი და კრივის - განსვენებული ლეგენდები ერთმანეთს პირადად არასდროს არ შეხვედრიან.

ერთად ვნახოთ, რომელი ფოტოები აქვს ლეოს კედელზე გამოფენილი.
ალისა და ფრეიზერის მესამე ბრძოლა, 1975 წელს.

ალისა და ფრეიზერის პირველი ბრძოლა, ალი დარტმას იცილებს, 1971 წელი.

ალის ყველაზე პოპულარული ფოტო. როცა იგი წაქცეულ სონი ლინსტონს თავზე ადგას, 1965 წელი.

ალი კლივლენდ უილიამსს ნოკაუტში აგდებს, 1966 წელი.

მოკრივე სპორტ დარბაზში.

ალი ჩიკაგოს სტუდიაში

ალი, რომელიც ჯერ კიდევ კაისუს კლეის სახელით იყო ცნობილი.

6 წლის გულშემატკივარი პატრიკ პაუერი ვარჯიშობს ჩემპიონთან.

"ბითლზები" ჩემპიონის ვარჯიშზე.

მუჰამედ ალისა და ლივერპულელი ოთხეულის კიდევ ერთი ფოტო
