რაზე დავდოთ ფსონი? - საუკეთესო რჩევები ოთხშაბათისთვის
Aa
Aa

რაზე დავდოთ ფსონი? - საუკეთესო რჩევები ოთხშაბათისთვის

კორონავირუსით გამოწვეული გლობალური პანდემიის გამო სპორტული აქტივობების რიცხვი მინიმუმამდე შემცირდა. გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ბლოგი, რომლითაც ყველა სპორტისა და მათ შორის კიბერ სპორტის ეგიდით, იმ დღეს გასამართ მატჩებს მოკლედ მიმოვიხილავთ.

ბლოგი დაეხმარება მასაც, ვისაც უბრალოდ სპორტული ღონისძიების ყურება სურს და მასაც, ვისაც მათზე თანხის დადებისა და ამ გზით გართობის სურვილი აქვს.

ფეხბურთი

ბელარუსში, ჩემპიონატის პარალელურად, თასის გათამაშება მიმდინარეობს და მასზე უკვე 1/2 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩების ჯერია.

ქვეყნის ფეხბურთის ბოლო წლების დომინანტი ბატე „სლავია მოზირს“ საკუთარ არენაზე უმასპინძლებს და 0:1-ის მოტრიალებას შეეცდება. "სლავია" 1/2 ფინალის ყველაზე მოულოდნელი მონაწილეა. გუნდმა წლევანდელი ჩემპიონატიც კარგად დაიწყო, თუმცა ბოლო ტურებში მკვეთრად მოუკლო და 8 აპრილის შემდეგ, როცა ბატე-სთან ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველ შეხვედრაში გაიმარჯვა, აღარ მოუგია. ისე კი სათქმელია, რომ ბოლო 1-თვიან მონაკვეთში "სლავიამ" ბატე ორჯერ დაამარცხა - 28 მარტს, ჩემპიონატის მე-2 ტურშიც მოუგო. თავად ბატე-ს ბოლო წლებში და ამ სეზონშიც არასტაბილურობა დასჩემდა და ძველებურად მრისხანე ვეღარაა, რაც, ალბათ, მისი მთავარი კაცის, ანატოლი კაპსკის გარდაცვალებას უნდა მივაწეროთ - ჩვეულებრივ გუნდი, რომელსაც ბელარუსშიც კი ცოტა იცნობდა, ქვეყნის მთავარ გრანდად და ჩემპიონთა ლიგის ხშირ მონაწილედ სწორედ კაპსკის სუპერწარმატებულმა მენეჯმენტმა აქცია. ვნახოთ, ეყოფა თუ არა ძალა ბორისოვოულ გრანდს მოკრძალებულ "სლავიას" 0:1 შეუტრიალოს და ტიტულისთვის ბრძოლა გააგრძელოს.

გაცილებით საინტერესო აფიშაა მეორე ნახევარფინალურ წყვილში, რომელშიც ტურნირის მოქმედი ჩემპიონი "შახტიორ სოლიგორსკი" ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ "დინამო ბრესტს" შეხვდება. გუნდებმა ამ სეზონში უკვე 3-ჯერ ითამაშეს - სუპერ თასსა და თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში ბრესტელებმა, ერთნაირი ანგარიშებით, 2:0 მოიგეს, ჩემპიონატში კი, გასულ უქმეებზე, სოლიგორსკელებმა მეტოქე სტუმრად ასევე 2:0 დაამარცხეს. "შახტიორს" ყველა ვარიანტში გარისკვა მოუწევს, რადგან 0:2-ია მოსატრიალებელი, სტუმრები კი ამ კომფორტული ანგარიშის შენარჩუნებასა და ფინალში ასე გასვლას შეეცდებიან. ასე რომ, წესით, ძალიან საინტერესო და დაძაბული თამაში უნდა გამოვიდეს.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ Crystalbet-ზე ორივე ამ მატჩზე ფსონის დადება, სტანდარტულ პოზიციებთან ერთად, ე.წ. „ცოცხალზე“: ბარათებზე, კუთხურებზე, ჯარიმებზე, დარტყმებზე, კარში დარტყმებზე, თამაშგარესა და ბურთის ფლობაზეც შეგვიძლია. ამასთანავე, ორივე მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი იმავე Crystalbet-ის საიტზე იქნება.

*******

საინტერესო ამბებია ნიკარაგუის ჩემპიონატ ლიგა პრიმერაში, რომელშიც ფლეი-ოფის სტადია დაიწყო და დღეს 1/2 ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრებია. 

"ესტელი" "დირიანგენთან" სტუმრად მოგებული 1:0-ის შენარჩუნებას შეეცდება, ხოლო ქვეყნის მთავარ გრანდ "მანაგუას" "ფერეტისთან", დიდი ალბათობით, მოგება დასჭირდება, რადგან პირველი მატჩი გასვლაზე 0:0 დაასრულა. ორივე ამ მატჩის პირდაპირი ტრანსლაციის ხილვა Crystalbet-ის ვებგვერდზე სრულიად უფასოდ შეგვეძლება.

მთავარი ჩემპიონატის პარალელურად გრძელდება 20-წლამდელთა ლიგაც და იქაც 1/2 ფინალის საპასუხო მატჩების ჯერია. 

დადე ფსონი ფეხბურთზე დადე ფსონი ფეხბურთზე

სიმულირებული რეალითი ლიგა (SRL)

სიმულირებული რეალითი ლიგა წარმოადგენს რეალური მატჩების მოდელირებას, თამაშის მიმდინარეობა წარიმართება რეგულარული მატჩის ფორმატში - ორი 45-წუთიანი ტაიმით. ტურნირის სახელი Simulated Reality League (SRL) მიუთითებს იმაზე რომ მატჩები იმიტირებულია და არ არის რეალური, ფსონების მიღება და დაანგარიშება მოხდება რეგულარული მატჩის ფორმატში.

სიმულირებული რეალითი ლიგის ყველა მატჩზე Crystalbet-ი ფსონებს 1000-მდე პოზიციაზე იღებს. ჩვეულებრივი პოზიციების გარდა, მომხმარებელს ფსონის დადება ყვითელ ბარათებსა და კუთხურებზეც შეუძლია.

დადე ფსონი SRL-ზე დადე ფსონი SRL-ზე

ფრენბურთი

რუსეთში, ქალებს შორის, Ural League გრძელდება. დღეისთვის ორი შეხვედრაა ჩანიშნული. "ურალ მაუნტიენსი"-"რედ ფოქსისა" და "ურალ სტარსი"-"ენერჯის" შეხვედრებში შანსები დაახლოებით თანაბრად ნაწილდება და ექსპერტები დაძაბულ ბრძოლას ვარაუდობენ. Crystalbet-ი ხსენებულ მატჩებზე ფსონებს მოგებულ-წაგებულზე, ქულების ჰანდიკაპსა და ტოტალზე იღებს.

დადე ფსონი ფრენბურთზე დადე ფსონი ფრენბურთზე

ჰოკეი

რუსეთში, „შორთ ჰოკეიში“, რომელიც 10-წუთიან 3 ტაიმს მოიცავს, Liga Pro-სა და კომეტა დივიზიონის გათამაშებები გრძელდება. დღეს ჯამში 18 თამაში გახლდათ ჩანიშნული, ყველა მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულ დროს იწყება, შესაბამისად, სათამაშო დღე პრაქტიკულად, დილიდან საღამომდე მიმდინარეობს.

იქიდან გამომდინარე, რომ მატჩებს დიდწილად გასართობი ხასიათი აქვს, იმაზე გაცილებით მეტი გოლი გადის ხოლმე, ვიდრე ჩვეულებრივ ჰოკეიში. არადა, მასთან შედარებით "შორთ ჰოკეიში" დრო 2-ჯერ ნაკლებია.

Crystalbet-ი თავის მომხმარებელს სრულიად უფასოდ სთავაზობს, რომ „შორთ ჰოკეის“ ყველა მატჩს პირდაპირ ეთერში უყუროს - ამისთვის მხოლოდ საიტზე ავტორიზაციაა საჭირო.

დადე ფსონი ჰოკეიზე დადე ფსონი ჰოკეიზე

ბეისბოლი

ჩინეთის ტაიბეის ჩემპიონატში დღეს ორი მატჩია დაგეგმილი. ოთხგუნდა ჯგუფში ერთმანეთის წინააღმდეგ ლიდერი "რაკუტენ მანქიზი" და "ფუბონ გარდიენზი" ითამაშებენ, მეორე შეხვედრაში კი "უნი ლიონზი" "ჩინატრუსტ ბრაზერსს" დაუპირისპირდება.

"რაკუტენი", რომელიც ჯგუფს დამაჯერებლად ლიდერობს, აუტსაიდერ "ფუბონთან" აშკარა ფავორიტად ითვლება. გუნდებმა გუშინ ითამაშეს და ფავორიტმა 3:0 მოიგო, 19 აპრილს კი მეტოქე 3:1 დაამარცხა. ასე რომ, გაცილებით ძლიერი "რაკუტენი" ჯგუფში მე-9 გამარჯვების მოსაპოვებლად ემზადება.

დაძაბული ბრძოლაა მოსალოდნელი "უნი ლიონზისა" და "ჩინატრუსტ ბრაზერსის" მატჩში. გუნდები პირველი ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებენ, ამიტომ ურთიერთშეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, სპეციალისტები უშეღავათო დაპირისპირებას ვარაუდობენ. მცირე ფავორიტად კი "ჩინატრუსტ ბრაზერსი" მოიაზრება.

დადე ფსონი ბეისბოლზე დადე ფსონი ბეისბოლზე

დარტსი

საინტერესო დღეა დარტსის მოყვარულთათვის, მათთვის დღეს 4 ტურნირია - Modus Icons of Darts 2020, PDC Home Tour-ი, ჩეხეთის შიდა ჩემპიონატი და Modus Sports Night at the Darts-ი.

Modus Icons of Darts 2020-ი საერთაშორისო მასშტაბისაა და, ბუნებრივია, გაცილებით დიდ ყურადღებას იქცევს. შუა დღიდან მოყოლებული მოთამაშეები დაფასთან დადგებიან და ერთმანეთის წინააღმდეგ იასპარეზებენ. თითოეული მოთამაშე ოთხ სხვადასხვა შეხვედრას გამართავს. ყველა მატჩზე ფსონის დადება, შემდეგ კი მათი პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა Crystalbet-ის ვებგვერდზე სრულიად უფასოდაა შესაძლებელი.

*******

ასევე ვთქვათ, რომ დანარჩენი სამივე ტურნირის: PDC Home Tour-ი, ჩეხეთის ჩემპიონატისა და Modus Sports Night at the Darts-ის მატჩებსაც პირდაპირ ეთერში Crystalbet-ის საიტზე ვიხილავთ.

დადე ფსონი დარტსზე დადე ფსონი დარტსზე

მაგიდის ჩოგბურთი

ბრაზილიაში, სომხეთში, რუსეთსა და უკრაინაში შიდა ტურნირები გრძელდება. გარდა ამისა, Win Cup-ის საინტერესო მატჩებია. ჯამში კი დღეისთვის 300-ზე მეტი ოფიციალური მატჩი გახლდათ დაგეგმილი, ამიტომ ზოგად წესებზე ვისაუბროთ, დაწვრილებით კი შეხვედრათა გადახედვა-გარჩევა ჩვენს პარტნიორ Flashscore-ზე შეგიძლიათ.

დღეს გასამართ ყველა ამ ქვეყნის ჩემპიონატის მატჩში 3 სეტი უნდა მოიგო, რათა საბოლოო გამარჯვებას მიაღწიო. ასევე შევთანხმდეთ იმაზეც, რომ სეტის მოსაგებად 11 ქულაა საჭირო, ხოლო ანგარიშზე - 10:10 მოთამაშე წინ 2 ქულით უნდა გავიდეს, მაგალითად: 12:10; 13:11, 16:14 და ა.შ.

კონკრეტულად რუსეთის ჩემპიონატ Liga Pro-სა და Win Cup-ის ეგიდით დღეს დაგეგმილ ყველა მატჩის პირდაპირი ტრანსლაციას Crystalbet-ის საიტზე სრულიად უფასოდ ვიხილავთ.

დადე ფსონი მაგიდის ჩოგბურთზე დადე ფსონი მაგიდის ჩოგბურთზე

ბადმინტონი

შიდა ჩემპიონატი გრძელდება სომხეთში. ერთეულთა შორის 6 შეხვედრაა, რასაც წყვილთა შორის გასამართი 2 მატჩიც ემატება. ყველა თამაშის მოგებულ-წაგებულზე ფსონის დადება Crystalbet-ზე შეგიძლიათ, ზოგ თამაშზე კი ფორებისა და მეტ-ნაკლებობების პროგნოზირებაცაა შესაძლებელი.

დადე ფსონი ბადმინტონზე დადე ფსონი ბადმინტონზე

ჭადრაკი

ამ ეტაპზე, ჭადრაკის მოყვარულთა ერთადერთი გასართობი Magnus Carlsen Invitational-ია, რომელშიც ოთხი მოჭადრაკე ერთმანეთის წინააღმდეგ ასპარეზობს.

დღეს, 18:00 საათიდან ორი ძალიან საინტერესო და დაძაბული შეხვედრა დაიწყება: ამერიკელ-იტალიელი ფაბიანო კარუანა ფრანგ მაქსიმ ფაშე-ლაგრავს შეხვდება, ხოლო ამერიკელ ჰიკარუ ნაკამურას მეტოქე ჩინელი დინ ლირენი იქნება.

დადე ფსონი ჭადრაკზე დადე ფსონი ჭადრაკზე

eSports

როგორც ყოველთვის, საინტერესო დღეა Esports-ის მოყვარულთათვის. FIFA-ს, Counter-Strike-ს, დოტა 2-ის, StarCraft-ის, Overwatch-ისა და League of Legends-ის გულშემატკივრებს მოწყენის საშუალება ნამდვილად არ ექნებათ.

კიბერ სპორტის ყველა ამ სახეობის ეგიდით გასამართ თითოეულ მატჩზე Crystalbet-ის პროგრამაში მრავალფეროვანი არჩევანია.

დადე ფსონი eSports-ზე დადე ფსონი eSports-ზე

ცხელი ამბები