მსოფლიო ჩემპიონი ზარიბეგ ბერიაშვილი გარდაიცვალა
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონი ზარიბეგ ბერიაშვილი გარდაიცვალა

80 წლის ასაკში  ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის 4-გზის ჩემპიონი ზარიბეგ ბერიაშვილი გარდაიცვალა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავე 1939 წლის 10 სექტემბერს თბილისში დაიბადა.

კარიერის მანძილზე მან მოიპოვა -  მსოფლიოს ჩემპიონი (1969) და სამგზის მეორე პრიზიორი (1963, 1965, 1967), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1965, 1967, 1970), XVIII და XIX ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1964, ტოკიო - VI ადგილი და 1968, მეხიკო - V), სსრკ ხუთგზის ჩემპიონი (1962, 1964-66, 1969), სსრკ ხალხთა III სპარტაკიადის ჩემპიონი (1963) და IV სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1967), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.

დაჯილდოებულია "საპატიო ნიშნის" ორდენითა და მედლით.

2019 წელს UWW-მ მსოფლიო ჭიდაობაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.

Crystalsport.ge თანაგრძნობას უცხადებს ზარიბეგ ბერიაშვილის ოჯახს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები