Aa
Aa

გრონკი დაბრუნდა და ტამპა ბეიში ითამაშებს

30 წლის ლეგენდარული თაით ენდი, რობ გრონკოვსკი, რომელმაც კარიერა 2018 წელს დაასრულა, საყვარელ საქმიანობას დაუბრუნდა. ESPN-ის მიხედვით, „გრონკმა“ „ნიუ ინგლენდ პეთრიოთსს“ შეატყობინა, რომ NFL-ში დასაბრუნებლად მზად იყო, ოღონდ თავისი ახლო მეგობრის, ტომ ბრეიდის მხარდამხარ თამაში სურდა.

„პეთრიოთსმა“ გრონკოვსკის თხოვნა დააკმაყოფილა და იგი „ტამპა ბეის“ გაუცვალა. „ნიუ ინგლენდმა“ „გრონკისა“ და მეშვიდე რაუნდის არჩევნის სანაცვლოდ, მეოთხე რაუნდის არჩევანი მიიღო.

ESPN-ის ცნობით, 30 წლის თაით ენდმა ახალ გუნდთან სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კონტრაქტსაც მოაწერა ხელი. ეს ინფორმაცია გრონკოვსკის აგენტმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ მისი კლიენტი ახალ სეზონში „ტამპა ბეის“ ღირსებას დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ „გრონკი“ სუპერ ბოულის სამგზის გამარჯვებულია. იგი ყველა ვარსკვლავის მატჩში 5-ჯერ მოხვდა და გასული დეკადის საუკეთესო გუნდშიც დაასახელეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები