კოვიდ-19 | ბრიტანელ მოკრივეს რამდენიმე დღეში მამა და ბებია გარდაეცვალა
Aa
Aa

კოვიდ-19 | ბრიტანელ მოკრივეს რამდენიმე დღეში მამა და ბებია გარდაეცვალა

ნახევრადმძიმე წონითი კატეგორიის ბრიტანელი მოკრივე ენტონი იარდი ამბობს, რომ კორონავირუსმა მისი ბებიის სიცოცხლე შეიწირა და ეს მამამისის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში მოხდა.

28 წლის მოკრივემ ხალხს მიმართა და მათ უბრალოდ სახლში დარჩენისკენ მოუწოდა:

„ამ ვირუსის გამო ბებია დავკარგე. მამაჩემი და დედამისი რამდენიმე დღიანი ინტერვალით გარდაიცვალნენ.

ეს სერიოზულია! ხალხი ჯერ კიდევ დადის ქუჩებში, როცა ამის საჭიროება არ არის. ვიცი, რომ კოვიდ-19-თან დაკავშირებით ბევრი მოსაზრება არსებობს და მეც მაქვს ჩემი, თუმცა გეტვით რომ გარისკვა არ ღირს, არც თქვენი და არც სხვისი სიცოცხლით, უბრალდო დარჩით სახლში“.

ენტონი იარდის თქმით მამამისს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონდა.

იარდს თავისი მომდევნო ბრძოლა 11 აპრილს თანამემამულე ლინდონ არტურის წინააღმდეგ უნდა გაემართა, თუმცა პანდემიის გამო ის 11 ივლისისთვის გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთში ამ მომენტისთვის კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 38,168 გახლავთ, გარდაცვლილია 3,605 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 135.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები