რაზე დავდოთ ფსონი? - საუკეთესო რჩევები პარასკევისთვის
Aa
Aa
27 მარტი 2020  |  13:28

რაზე დავდოთ ფსონი? - საუკეთესო რჩევები პარასკევისთვის

კორონავირუსით გამოწვეული გლობალური პანდემიის გამო სპორტული აქტივობების რიცხვი მინიმუმამდე შემცირდა. გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ბლოგი, რომლითაც ყველა სპორტისა და მათ შორის კიბერ სპორტის ეგიდით, იმ დღეს გასამართ მატჩებს მოკლედ მიმოვიხილავთ.

ბლოგი დაეხმარება მასაც, ვისაც უბრალოდ სპორტული ღონისძიების ყურება სურს და მასაც, ვისაც მათზე თანხის დადებისა და ამ გზით გართობის სურვილი აქვს.

ფეხბურთი

ბელარუსის ჩემპიონატში მე-2 ტურის ჯერი დადგა და დღეს 2 შეხვედრა გაიმართება. წინა სეზონის მე-6 ადგილოსანი „ჟოდინო“ ქვედა ლიგიდან აღზევებულ „ბელშინას“ მიიღებს, ხოლო „რუხის“ მეტოქე პირველ ტურში ბატე-ს დამმარცხებელი „ენერგეტიკი“ იქნება.

„ჟოდინომ“ ახალი სეზონი გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტ „შახტიორ სოლიგორსკთან“ სტუმრად მიღწეული გამარჯვებით დაიწყო, რომელთანაც იქამდე (9 და 14 მარტს) თასზე ორი მატჩი ჩაატარა და ორივე მშრალად წააგო. ზოგადად, თუკი წინა სეზონით და ამ სეზონის სტარტით ვიმსჯელებთ, „ჟოდინოს“ ნორმალური გუნდი ჰყავს და ისევ ცხრილის ექვსეულ-შვიდეულში მოსახვედრად უნდა იბრძოლოს. რაც შეეხება ქვედა ლიგიდან პირველი ადგილით დაწინაურებულ „ბელშინას“, მან პირველ ტურში საკუთარ მოედანზე წააგო „მინსკთან“, რომელიც გასულ სეზონში უმაღლესი ლიგის მე-10 ადგილზე გავიდა. მართალია, მასპინძლები აშკარა ფავორიტად ითვლებიან, მაგრამ, მათთვის იოლი თამაში არ იქნება და გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ 3 ქულა მათ დარჩებათ. „ჟოდინოს“ უფრო მასზე მაღალი დონის გუნდებთან თამაში უყვარს, პირველ ნომრად ასპარეზობა კი დიდად კარგად არ გამოსდის.

წინა ტურში სენსაციურად მოიგო ბრესტის „რუხმა“, რომელმაც ქვეყანაში ფინანსურად ერთ-ერთ ყველაზე სოლიდურ გუნდ მინსკის „დინამოს“ მისსავე მოედანზე 1:0 აჯობა. ბრესტელებმა უმაღლესი ლიგის საგზური ქვედა ლიგის ფლეი-ოფით მოიპოვეს, შესაბამისად, ამ ეტაპზე, მთავარ დივიზიონში დიდი მიზნები ვერ ექნებათ. უკვე ვთქვით, რომ სენსაციურადვე გაიმარჯვა „ენერგეტიკმაც“, რომელიც წინა სეზონში ლიგიდან გავარდნას ბოლო ტურებში გადაურჩა. გუნდმა საკუთარ არენაზე ბატე დაამარცხა, ახლა კი უკვე გაცილებით მოკრძალებული მეტოქის დაჯაბვნას შეეცდება. აღსანიშნავია, რომ „ენერგეტიკი“ უმაღლესი ლიგის გასული სეზონის ყველაზე მხიარული გუნდია - მის თამაშებში ჯამურად 118 გოლი გავიდა, რაც მე-2 შედეგის მქონე „გომელის“ მაჩვენებელზე 24-ით (!!!) მეტია. ასე რომ, ვნახოთ, მასპინძელი „რუხის“ პრაგმატული სტილი აჯობებს, თუ შემტევი და რისკიანი „ენერგეტიკის“.

ასევე, დღესაა დაგეგმილი არაერთი ამხანაგური მატჩი რუსეთისა და შვედეთის მასშტაბით. გუნდები სათამაშო ფორმის შენარჩუნებას ერთმანეთთან შეჯიბრებით ცდილობენ, შედეგს კი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს, ამიტომაც, გოლები უხვად გადის.

დადე ფსონი ფეხბურთზე დადე ფსონი ფეხბურთზე

კალათბურთი

ხვალ დილით 3 შეხვედრაა ტაჯიკეთის National League-ში. პარკეტზე გამოვა ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი Dushanbe-ც რომელსაც 16-დან 16 მოგება აქვს.

ლიგის ერთ-ერთი ღრმა აუტსაიდერი, 3-მოგებიანი Berkut-ი საკუთარ პარკეტზე Zuhro-ს მიიღებს, რომელსაც 16-დან 7 მოგება აქვს. გუნდებმა ამ სეზონში უკვე 2-ჯერ ითამაშეს - Zuhro-მ 20 და 24-ქულიანი სხვაობით მოიგო.

ულაპარაკო პირველადგილოსანი Dushanbe Legends-ს უმასპინძლებს და 100%-იანი სვლის გაგრძელებას, ანუ მე-17 მატჩის მოგებას შეეცდება. დედაქალაქელები მეტოქეებს დაუნდობლად ანადგურებენ და იშვიათად, რომ 20-ზე ნაკლები ქულით იმარჯვონ. ასე რომ, Legends-ისთვის კარგი იქნება, თუკი იმაზე ნაკლები ქულით წააგებენ, ვიდრე ამ სეზონში მეტოქესთან გამართული ორი მატჩი დათმეს - 29 და 34-ქულიანი სხვაობით.

საკუთარ პარკეტზე რთული ბრძოლის მოლოდინშია მეორეადგილოსანი Diesel Power-ი, რომელიც მე-3 ადგილოსან Faeton-ს მასპინძლობს, რომელიც მას 1 მოგებით ჩამორჩება, თანაც თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. ამავე პარკეტზე გუნდებმა უკვე 2-ჯერ ითამაშეს და თითო გამარჯვებას მიაღწიეს. ასე რომ, ეს თამაში ტურის ერთ-ერთ ყველაზე რთულად პროგნოზირებად შეხვედრად უნდა ჩავთვალოთ.

უშუალო კონკურენტთან მატჩიდან შემდეგ დღეს, ამჯერად უკვე სტუმრად ითამაშებს Diesel Power-ი, რომელიც სტუმრად ბოლოსწინა ადგილზე მყოფ, ჩვენთვის უკვე ნაცნობ Berkut-ს შეხვდება. ამ სეზონში გუნდებმა ორჯერ ითამაშეს, ორივე შემთხვევაში Berkut-ის პარკეტზე და გამარჯვებული Diesel Power-ი გამოვიდა - გუნდმა პირველ მატჩში 79:67 გაიმარჯვა, თებერვალში კი მეტოქე სულაც 49-ქულიანი სხვაობით - 79:30 გაანადგურა. გასაგებია, რომ კლასში სხვაობა უდიდესია, შესაბამისად, წესით, Diesel Power-ს დიდი სხვაობით მოგება არც ამჯერად უნდა გაუჭირდეს.

გარდა Berkut-ი Diesel Power-ის მატჩისა, კვირას ტაჯიკეთის ლიგის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება.

დადე ფსონი კალათბურთზე დადე ფსონი კალათბურთზე

ჰოკეი

ფეხბურთისგან განსხვავებით, ბელარუსში ჰოკეის სეზონი ახლა სრულდება და დღეს უკვე ჩემპიონატის ფინალური ეტაპის პირველი მატჩია - „იუნოსტი“ „სოლიგორსკის“ წინააღმდეგ!

„იუნოსტმა“ 1/2 ფინალური ეტაპი ადვილად გაიარა და „მოლოდეჩნო“ 4:1 დაამარცხა, რის გამოც „სოლიგორსკზე“ 5 დღით მეტი დაისვენა. აი სოლიგორსკელებს კი მომქანცველი და სუპერდაძაბული ნახევარფინალური ჯახი ჰქონდათ და „ნემანთან“ 7-ვე თამაშის ჩატარება მოუწიათ.

აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ექსტრალიგის რეგულარულშიც და შემდეგ გამარჯვებულთა ჯგუფურ ეტაპზეც, „იუნოსტმა“ „სოლიგორსკზე“ უკეთესი შედეგი აჩვენა, ამ ორივე სტადიის ეგიდით კი (ანუ სექტემბრიდან მოყოლებული) ჯამში მასთან 10 ურთიერთშეხვედრა გამართა - ანგარიში 5:5-ია.

სპეციალისტები ფავორიტად მასპინძელ „იუნოსტს“ მიიჩნევენ, რომელიც უფრო დასვენებულია და ყინულის უპირატესობაც აქვს. ბოლო 3 ურთიერთშეხვედრაც „იუნოსტის“ გამარჯვებით დასრულდა. ვნახოთ, დღეს რა იქნება.

დადე ფსონი ჰოკეიზე დადე ფსონი ჰოკეიზე

FIFA

საინტერესო ამბებია FIFA-ში, რომელსაც ამჯერად წამყვანი საფეხბურთო ლიგების სხვადასხვა ცნობილი ფეხბურთელები ითამაშებენ. Plan B ასე ჰქვია იმ საქველმოქმედო ტურნირს, რომლის 1/16 ფინალური ეტაპის რამდენიმე მატჩი გუშინ გაიმართა, დღეს კი ჯოისტიკით უკვე ბერნდ ლენოს, პატრიკ შიკს, მილოტ რაშიცას, კშიშტოფ პიონტეკს, ენეს ბარდისა და სხვებს ვიხილავთ. თამაშები Twitch-ზე გაისტრიმება.

ბუნდესლიგის კლუბებს შორის ხვალ დაიწყება ისეთივე ჩელენჯი, როგორიც გასულ კვირას ლა ლიგას ჰქონდა. გერმანიის ჩემპიონატის თითოეულ გუნდს მისი რომელიმე ერთი ფეხბურთელი წარმოადგენს, Twitch-ზე სტრიმი იქნება, შემოსული თანხა კი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ ფონდში გადაირიცხება.

დადე ფსონი FIFA-ზე დადე ფსონი FIFA-ზე

Counter-Strike

ESL Pro League-ს საკვალიფიკაციო ეტაპის C და D ჯგუფების პირველი ტურის რამდენიმე მატჩი გუშინ გაიმართა, დღეს კი კიდევ 3 შეხვედრაა ჩანიშნული.

C ჯგუფში, OG-ის მეტოქე TyLoo იქნება, რომელმაც პირველი ტურის მატჩი გუშინ ფავორიტ FaZe Clan-თან ჩაატარა და 0:2 წააგო. OG-ი ახლადშექმნილი გუნდია და იმის მიუხედავად, რომ TyLoo ბოლო დროს სუსტად თამაშობს და ზედიზედ 8 წაგება აქვს, გამარჯვება მაინც უნდა გაუჭირდეს. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ უფრო გამოცდილმა TyLoo-მ ერთი რუკა მაინც მოიგოს, რასაც crystalbet-ზე 1.71 აქვს. გუნდები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.

გუშინდელ მატჩში, რომელიც Swole Patrol-მა 100 Thieves-თან დათმო, გუნდმა ისტორიული რუკის მოგება მოახერხა. საქმე ისაა, რომ Swole ოფიციალურ დონეზე 2018 წლიდან თამაშობს და გუშინდელამდე ჩატარებულ 12 შეხვედრაში არათუ მატჩი, არამედ 1 რუკაც არ ჰქონდა მოგებული. დღეს, Swole-ს მეტოქე საკმაოდ სოლიდური და წარმატებული გუნდი - Team Liquid-ია. Team Liquid-მა ერთი მატჩი უკვე მოიგო და ESL Pro League-ს ფინალური ეტაპისთვის ბრძოლას აგრძელებს. შესაბამისად, ფავორიტ Team Liquid-ს სუსტ მოწინააღმდეგესთან იოლი გამარჯვების მიღწევა არ უნდა გაუჭირდეს - 2018 წელს ერთადერთი ურთიერთშეხვედრა 2:0 მოუგო.

დღის დასკვნითი შეხვედრა Evil Geniuses-სა და 100 Thieves-ს შორის ჩატარდება. როგორც ვთქვით, 100 Thieves-მა Swole Patrol-თან რუკა დათმო, თუმცა მაინც მოიგო, შესაბამისად, ფინალური ეტაპისთვის ბრძოლაშია ჩართული. Evil Geniuses-ი, რომელიც საკმაოდ წარმატებული გუნდია, ბოლო დროს ცუდ ფორმაშია და არასტაბილურად თამაშობს, 100 Thieves-ი კი შედარებით უკეთეს ხასიათზეა და უკანასკნელი 5-დან 4 მატჩი აქვს მოგებული. Evil Geniuses-ი საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ შეხვედრას ჩაატარებს და ჯგუფური სტადიის გამარჯვებით დაწყებას შეეცდება. რეალურად, Evil-ი გაცილებით დაბალანსებული, სოლიდური და სახელიანი გუნდია, ვიდრე - 100 Thieves. ამიტომაც, ფავორიტად ის ითვლება.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფის პირველადგილოსანი ESL Pro League-ს ფინალური ეტაპის პირდაპირ მე-2 რაუნდში გადის, მეორე-მესამე ადგილზე გასული გუნდები კი ტურნირის პირველ რაუნდში მოხვდებიან.

დადე ფსონი Counter-Strike-ზე დადე ფსონი Counter-Strike-ზე

League of Legends

ყველაზე დიდ ინტერესს DragonX-სა და SK Telecom T1-ის მატჩი იწვევს. ორივე გუნდს დიდი ამბიციები აქვს და თან მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო Midlaner-ების Chovy-სა და Faker-ის დაპირისპირებას ვიხილავთ. წლეულს SK Telecom T1-მა DragonX-ი ერთხელ უკვე დაამარცხა, თუმცა მიზნის მისაღწევად 3 მატჩი დასჭირდა.

გათამაშების ლიდერი, Gen.G Esports თავის შეხვედრას ხვალ გამართავს და 6 მოგებისა და 4 წაგების მქონე Afreeca Freecs-ს გაეჯიბრება. Gen.G ფავორიტია, მაგრამ წესითა და რიგით Afreeca Freecs-მა დიდი წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს. მიმდინარე გათამაშებაში მათი პირველი მატჩი Gen.g-ის გამარჯვებით დასრულდა, ურთიერთშეხვედრებში კი სრული თანაფარდობაა - 4:4.

დღეს ჩინეთის LOL Pro League-ს ერთი თამაშია დარჩენილი, რომელშიც Royal Never Give Up-ი JD Gaming-ს დაუპირისპირდება. ორივე გუნდს ზედიზედ ორი მარცხი აქვს და გამარჯვების მოპოვება ჰაერივით ესაჭიროება. ურთიერთშეხვედრებში Royal Never Give Up-ს მცირე უპირატესობა აქვს - 5:4, თუმცა ბუკმეიკერები ფავორიტად JD Gaming-ს მოიაზრებენ.

ხვალ გულშემატკივრების წინაშე 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი, Invictus Gaming-ი წარსდგება და პლეიოფის საგზურისთვის მებრძოლ Suning-ს შეხვდება. Invictus Gaming-ი აშკარა ფავორიტია და ვარაუდობენ, რომ ბევრად ძლიერი შემადგენლობის ხარჯზე, მოწინააღმდეგეს მარტივად დაამარცხებს.

სამხრეთ კორეისა და ჩინეთის გარდა, ტური LEC-შიც ჩატარდება და ერთბაშად 5 შეხვედრაა დაგეგმილი. ყველაზე საინტერესო MAD Lions-ისა და FNatic-ის მატჩია. FNatic G2 Esports-თან ერთად, გათამაშების მთავარი ფავორიტია და 16 თებერვალს განცდილი მარცხის გამო, MAD Lions-თან რევანშის აღებას შეეცდება. შეხვედრა თბილისის დროით 28 მარტს, 01:00-ზე გახლავთ ჩანიშნული.

FNatic-ს გარდა, დღეს ვარსკვლავებით დაკომპლექტებულ G2 Esports-საც ვიხილავთ. ეს უკანასკნელი ზედიზედ სამი მოგების მქონე Schalke 04-ს გაეჯიბრება და FNatic-ის მსგავსად რევანშის აღებას შეეცდება. Schalke 04-მა მიმდინარე გათამაშებაში ერთხელ უკვე იმარჯვა, მაგრამ პრაქტიკულად გამორიცხულია, G2 Esports-ის ძლევა მეორედაც მოახერხოს. აღსანიშნავია ისიც, რომ Schalke 04-მა მიჯრით სამი გამარჯვება აუტსაიდერებთან მოიპოვა.

დადე ფსონი League of Legends-ზე დადე ფსონი League of Legends-ზე

მაგიდის ჩოგბურთი

უკრაინასა და ჩეხეთში შიდა ტურნირები გრძელდება. დღეს 200-მდე მატჩია დაგეგმილი, ამიტომ ტურნირების ზოგად წესებზე ვისაუბროთ, დაწვრილებით კი მატჩების გადახედვა ჩვენს პარტნიორ flashscore-ს მეშვეობით შეგიძლიათ.

დღეს გასამართ ორივე ამ ქვეყნის ჩემპიონატის მატჩში, 3 სეტი უნდა მოიგო, რათა საბოლოო გამარჯვებას მიაღწიო. ასევე შევთანხმდეთ იმაზეც, რომ სეტის მოსაგებად 11 ქულაა საჭირო, ხოლო თუ ანგარიში 10:10 გახდა, მოთამაშე წინ 2 ქულით უნდა გავიდეს, მაგ: 12:10; 13:11; 17:15 და ა.შ.

დადე ფსონი მაგიდის ჩოგბურთზე დადე ფსონი მაგიდის ჩოგბურთზე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები