40 წელიწადში ერთხელ ოლიმპიური თამაშების ჩატარება დაწყევლილია
Aa
Aa

40 წელიწადში ერთხელ ოლიმპიური თამაშების ჩატარება დაწყევლილია

იაპონიის ფინანსთა მინისტრს ტარო ასუს მიაჩნია, რომ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები დაწყევლილია.

სახელმწიფო ჩინოვნიკის აზრით, ყოველ 40 წელიწადში ზაფხულის ოლიმპიადას რაღაც პრობლემა უჩნდება.

ასუს პირველ მაგალითად 1940 წლის ოლიმპიური თამაშები მოყავს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის გამო არ ჩატარდა.

შემდეგ იყო 1980 წლის ოლიმპიური თამაშები რომელიც ჩაშლის პირას იყო. 1979 წლის დეკემბრის ბოლოს საბჭოთა ჯარის ნაწილების ავღანეთში შეჭრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა მსოფლიოს ქვეყნებს მოსკოვის ოლიმპიადის ბოიკოტისკენ მოუწოდა და მას სოლიდარობა 64 ქვეყანამ გამოუცხადა.

დღეს კი კორონავირუსის პანდემიის გამო ოლიმპიური თამაშების ჩატარება კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ეს პრობლემა თავს იჩენს ყოველი 40 წლის შემდეგ. ეს ოლიმპიადა დაწყევლილია. იმედი მაქვს მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის დამარცხებას შეძლებს და იაპონია მსოფლიოს უდიდეს სპორტულ ფორუმს უპრობლემოდ უმასპინძლებს”, – განაცხადა ასუმ.

იაპონიაში დღეისათვის კორონავირუსის 963 შემთხვევა არის დაფიქსირებული და მათგან 33 ადამიანი გარდაიცვალა.

2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, გეგმის მიხედვით 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით უნდა გაიმართოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები