იშიურას ჰენკა და ტოჩინოშინის მორიგი მარცხი
Aa
Aa

იშიურას ჰენკა და ტოჩინოშინის მორიგი მარცხი

„ჰარუ ბაშოს“ მე-6 დღეს ლევან გორგაძე მე-12 მაეგაშირა იშიურას დაუპირისპირდა და მეტოქესთან უვატენაგეს ილეთით დამარცხდა.

იაპონელმა სუმოტორმა ჰენკა გამოიყენა და ქართველი გოლიათი დოჰიოზე მარტივად დაანარცხა.

 

ხვალ, „ჰარუ ბაშოს“ მე-7 დღეს ტოჩინოშინი მე-7 მაეგაშირა ტაკარაფუჯის დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელის წინააღმდეგ, ლევანს 18 ორთაბრძოლა აქვს გამართული და სასურველ შედეგს 11-ჯერ მიაღწია. თანაც ბოლო 5 დაპირისპირება მისი გამარჯვებით დასრულდა.

ტოჩინოშინს 6 დღის შემდეგ, 5 წაგება და 1 გამარჯვება აქვს და კაჩი-კოშის გაფორმება ძალიან გაუჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები