პრემიერ ლიგის სამ ფეხბურთელს კორონავირუსის ტესტი ჩაუტარდა
Aa
Aa

პრემიერ ლიგის სამ ფეხბურთელს კორონავირუსის ტესტი ჩაუტარდა

ბრიტანული მედიის ცნობით ინგლისის პრემიერ ლიგის სამ ფეხბურთელს კორონავირუსის ტესტი ჩაუტარდათ. Daily Telegraph-ის ცნობით მოთამაშეებს კორონავირუსის სიმპტომები აღმოაჩნდათ. ტესტის პასუხები ცნობილი ხვალ გახდება.

შეგახსენებთ, The Times-ის ცნობით ინგლისის ჩემპიონატის ყველა საფეხბურთო მატჩი ქომაგთა გარეშე ჩატარდება. გარდა ამისა კორონავირუსის გამო ყველა პაბში ფეხბურთის მატჩების ჩვენება აიკრძალება, რადგან მასობრივი შეკრებები ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობს.

ქომაგები, რომლებმაც ინგლისის ჩემპიონატის მატჩებზე დასასწრები ბილეთები უკვე შეიძინეს, თამაშებს ინტერნეტის საშუალებით, ე.წ. ''ლაივ სტრიმით'' უყურებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება როგორც პრემიერლიგურ დაპირისპირებებს, ასევე ქვედა ლიგების მატჩებს.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 456 შემთხვევა დაფიქსირდა და მათგან 8 ადამიანი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, ინგლისის პრემიერ ლიგაში კორონავირუსის გამო ''მანჩესტერ სიტისა'' და ''არსენალის'' მატჩი გადაიდო, გუარდიოლასა და არტეტას გუნდებს ოთხშაბათს უნდა ეთამაშათ, თუმცა მათი დაპირისპირება არ შედგა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები