Aa
Aa

თხოვნა უეფას - სერია A-ს, ბუნდესლიგას, ლა ლიგასა და ლიგა 1-ს ევროპის ჩემპიონატის გადადება სურთ

გავლენიანი იტალიური საინფორმაციო სააგენტო, ANSA იტყობინება, რომ სერია A-ს, ბუნდესლიგის, ლა ლიგისა და ლიგა 1-ის წარმომადგენლები უეფას 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის დაწყების თარიღის გადადების თხოვნით მიმართავენ.

ევროპირველობა 12 ივნისს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსის გამო შეხვედრები გადაიდო, პრაქტიკულად გამორიცხულია 12 ივნისისთვის ზემოთ ხსენებულ ჩემპიონატებში სეზონის ჩამთავრება მოხერხდეს.

ANSA-ს ინფორმაციით დღეს ტოპ 5 ჩემპიონატის წარმომადგენლები უეფას გენერალურ მდივანთან, ჯორჯო მარკეტისთან ვიდეოკონფერენციას გამართავენ. სერია A, ბუნდესლიგა, ლა ლიგა და ლიგა 1 მარკეტის ევროპის ჩემპიონატის რამდენიმე კვირით, ან 2021 წლისთვის გადადებას სთხოვენ. პრემიერ ლიგას რაც შეეხება, ეს უკანასკნელი ჯერჯერობით ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს.

იტალიური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, თუ უეფამ პოზიცია არ შეცვალა, წამყვანი ჩემპიონატების მესვეურებს ცვლილებების გატარება და ჩემპიონის, ევროსაგზურების მფლობელებისა და გავარდნილი გუნდების ვინაობის გასარკვევად განახლებული ფორმატის შემუშავება მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ ევროპაში კორონავირუსი სწრაფი ტემპებით ვრცელდება, რაც სპორტულ სამყაროს უდიდეს ნეგატიურ გავლენას ახდენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები