მანინის დიდი გეგმები -
Aa
Aa

მანინის დიდი გეგმები - "ჩვენ გვყავს საქართველოს ბაზრით დაინტერესებული სპონსორი"

ქუთაისის "ტორპედოს" იტალიელმა პრეზიდენტმა, ფაბიო მანინიმ სააგენტო "კომერსანტს" ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც კლუბის ახალ სპონსორსა და კომერციულ თემებს შეეხო.

მანინის თქმით, "ტორპედო" ბრენდად უნდა ჩამოყალიბდეს, რისთვისაც როგორც საფეხბურთო, ასევე არასაფეხბურთო აქტივობები განხორციელდება.

„აბსოლუტურად გეთანხმებით, ძალიან რთული კი არა შეუძლებელიც კია ფეხბურთისგან რეალური მოგების ნახვა. თუ გყავს სერიოზული სპონსორი, მაშინ შეიძლება დანაკარგის ამოღება, მაგრამ ეს ძალიან რთულია. ახალგაზრდა მოთამაშეების გაყიდვითაც ვერ იღებ შესაბამის მოგებას. ამ მხრივ, საქართველოში განსაკუთრებით რთულია სიტუაციაა.

ჩვენ გვყავს საქართველოს ბაზრით დაინტერესებული სპონსორი, ვისთან ერთადაც გვინდა საერთაშორისო ბრენდის სახით განვითარდეთ. მეორე საშუალება არის უძრავი ქონება - ყველა კლუბი მსოფლიოს მასშტაბით ავითარებს ტრენინგ-ცენტრებს, სასტუმროებს, აუზებს, სპორტულ დარბაზებს, მაღაზიებს - ეს არის შემოსავლის წყაროები.

ქუთაისში არსებული მიწის გამოყენება გვინდა, ეს იქნება ტრენინგ-ცენტრები და არა მხოლოდ ფეხბურთთან დაკავშირებული აქტივობები, თუმცა იქნება ბრენდი „ტორპედო ქუთაისი“. ჩვენ გვინდა სასტუმროს აშენება ამ სახელით, როგორც იცით, ინგლისში არის ასეთი ტენდენცია და, ზოგადად, მთელი ევროპა ამ კუთხით ვითარდება", - განუცხადა "კომერსანტს" მანინიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები