გამარჯვება 46 წამში! - თუშიშვილის ოქროს მედალი გრან-სლემზე!
Aa
Aa

გამარჯვება 46 წამში! - თუშიშვილის ოქროს მედალი გრან-სლემზე!

დიუსელდორფის გრანდ სლემზე +100 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში გურამ თუშიშვილი გერმანიის სახელით მოასპარეზე იოანეს ფრეის დაუპირისპირდა.

ქართველმა ფალავანმა მორიგი ფანტასტიკური პერფორმანსი აჩვენა. გურამმა საწყის 46 წამში იპონი შემოგვთავაზა და ფინალი ნაადრევად დაასრულა, ფრეის შანსიც არ ჰქონია.

რაც შეეხება ფინალისკენ მიმავალ გზას,  თუშიშვილმა მისთვის დამახასიათებელი კისრული ილეთით ალიშერ იუსუპოვის ბარიერი დაძლია, რის შემდეგაც ქართველმა ფალავანმა უზბეკი შაკარმამად მირმამადოვი ვაზარითა და იპონით დაამარცხა. 

თუშიშვილმა მეოთხედფინალში კორეელი მინჯონგ კიმი იდეალურად შებოჭა, რის ხარჯზეც სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა, ხოლო ნახევარფინალში მეტოქე რაფაელ სილვა მსაჯს გაფრთხილებებით მოახსნევინა და ფინალში გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები